ისევ დადებითია კორონავირუსზე რუხის კლინიკაში მოთავსებული პაციენტის ტესტირების პასუხი
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული სატვირთოს ინფიცირებული
მძღოლის ტესტირების პასუხი კორონავირუსზე ისევ დადებითია.
მისი პირველადი ტესტირების შედეგი ჯერ კიდევ გუშინდელი შემოწმებისას
უარყოფითი იყო. ის კლინიკაში 6 ივლისიდან
მკურნალობს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 24 ივლისს 299 პირის ნიმუში გამოიკვლიეს. მათ შორის 15 პაციენტი, მედპერსონალის 61 წარმომადგენელი, თვითიზოლაციაში მყოფი 10, კარანტინტინში მყოფი 43 მოქალაქე. ასევე, შემოწმდა შსს 165 თანამშრომელი და 5 მძღოლი.
დანარჩენების პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.
უარყოფითია ენგურჰესის თანამშრომლის შემოწმების პასუხიც, რომელსაც მანამდე ენგურის ხიდზე ჩაუტარდა სწრაფი ტესტირება, რომლის პასუხიც სუსტად დადებითი იყო.