კორონავირუსი არ დაუდასტურდა ზუგდიდში გამოკვლეულ 22 პირს
Share
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ახალ კორონავირუსზე 22 პირის
ბიოლოგიური ნიმუში
გამოიკვლიეს. მათ შორის 12 პაციენტი, მედპერსონალის 4 წარმომადგენელი,
ამდენივე კარანტინში მყოფი მოქალაქე, ერთიც თვითიზოლაციაში მყოფი,
ერთი კი შსს-ს თანამშრომელი.
ყველა პასუხი უარყოფითია.