პროკურატურა წალენჯიხაში დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს
პროკურატურამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარეს და
საკრებულოს აპარატის
სამდივნო განყოფილების უფროსს ბრალდება წარუდგინა და აღკვეთის
ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს
მიმართა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26 ივლისს თემურ ღვინჯილიამ და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების უფროსმა ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე, წალენჯიხის სოფელ ფახულანის ტერიტორიაზე, ავტომანქანით გადაზიდეს 34071 ლარის ღირებულების, 8310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ავტომობილს თემურ ღვინჯილია მართავდა.
სამართალდამცველებმა აღნიშნული საქონელი ავტომანქანის ჩხრეკისას იმავე დღეს ამოიღეს, რის შემდეგაც ტრანსპორტში მყოფი ორივე პირი დააკავეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. „ლაივპრესს“ მისმა უფლებადამცველმა ბაჩუკი ყურაშვილმა განუცხადა, რომ თემურ ღვინჯილიასთვის უცნობი რა ტვირთი იდო მანქანაში, რადგან ის გზად შეხვდა საკრებულოს აპარატის თანამშრომელს და საჭესთანაც მოგვიანებით დაჯდა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია და ყველაფერი გამოძიების ფარგლებში გაირკვევა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების თაობაზე.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და აპარატის თანამშრომელი 26 ივლისს დააკავეს.