ახალი ამბები
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს და აპარატის თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდათ
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილიას და ამავე საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების უფროს მათე ღვინჯილიას. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა ედებათ ბრალად. პროკურატურის ინფორმაციით, მათი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.

დაცვის მხარე ითხოვდა დაკავებულების გათავისუფლებას, თითოეულზე 100 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდის სანაცვლოდ, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

მოსამართლე ნატრული აკობიამ სრულად გაიზიარა ბრალდების პოზიცია, რაც დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას გულისხმობდა. პროკურორმა მირანდა წერეთელმა შუამდგომლობა ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის შესაძლო განმეორებით ჩადენით, მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხით დაასაბუთა.

საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია დუმილის უფლებას იყენებს. აპარატის სამდივნო განყოფილების ყოფილი უფროსი კი აცხადებს, რომ უაქციზო სიგარეტი აფხაზეთის მცხოვრებმა აჩუქა და გადაწყვეტილი ჰონდა ის მოსახლეობისთვის გადაეცა საჩუქრად.

ფოტოზე: თემურ ღვინჯილია

მათე ღვინჯილია ასევე ამბობს, რომ თემურ ღვინჯილიასთვის უცნობი იყო რა ტვირთი იდო მანქანაში, რადგან ის მოგვიანებით გზად შეხვდა.

გარდა ამისა, მისი ადვოკატი ანჟელა ჯობავა ირწმუნება, რომ საქმეში არსებობს პოლიციელების ჩვენებები, რომლის მიხედვითაც სიგარეტების მიღების პროცესში ადგილზე არ არ დაუნახავთ თემურ ღვინჯილია:

„თემურ ღვინჯილია იქ არ იყო. იქ იყო სხვა პიროვნება რაზეც განმარტებები გააკეთეს პოლიციის თანამშრომლებმა. არის საქმის მასალებში პოლიციელების ეს ჩვენებები. ისინი აღნიშნავენ, რომ მანქანას ტვირთავდა ორი პიროვნება, მათ დაინახეს ორი სილუეტი. ეს იყო მათე ღვინჯილია და ერთი პიროვნება რომელმაც მიაწოდა ეს სიგარეტი“, - განმარტა სხდომის დასრულების შემდეგ ანჟელა ჯობავამ.

მისივე თქმით, ბრალდებულების მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად მიღებულია უსამართლო გადაწყვეტილება, რადგან ანალოგიურ საქმეებზე, საქართველოში არსებული პრაქტიქით, შესაძლებელი იყო გირაოს გამოყენება. მისი განმარტებით, ბრალდებულებთან ჯერ არ უსაუბრია და არ გადაუწყვეტიათ გაასაჩივრებენ თუ არა დღევანდელ გადაწყვეტილებას.

ფოტოზე: მათე ღვინჯილია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და აპარატის თანამშრომელი 26 ივლისს დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26 ივლისს თემურ ღვინჯილიამ და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების უფროსმა ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე, წალენჯიხის სოფელ ფახულანის ტერიტორიაზე, ავტომანქანით გადაზიდეს 34071 ლარის ღირებულების, 8310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ავტომობილს თემურ ღვინჯილია მართავდა.

საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.