ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება სამეგრელოში 28 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით
FaceBook Twitter
E-mail Print
დღეს, დღის ბოლოსთვის სამეგრელო-ზემო სვანეთში ხანმოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი ელჭექთან ერთად. შესაძლოა ქარიც გაძლიერდეს. ნალექის ინტენსივობა მოიმატებს საღამოს საათებში სამეგრელოს ჩრდილო რაიონებში, მათ შორის ზემო სვანეთში და ძლიერად გაწვიმდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ წვიმა შენარჩუნდება ხვალაც, განსაკუთრებით მთიან რაიონებში დღის პირველ ნახევარში. ნალექის ინტენსივობა საღამოს დაიკლებს.

29 ივლისს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს 27-28 გრადუსამდე. სვანეთში 20-25 გრადუსი დაფიქსირდება.

30 ივლისს მცირე წვიმას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები. ტემპერატურა მოიმატებს დაბლობში 30-32 გრადუსამდდე. მთიან და მაღალმთიან რაიონებში 26-28 გრადუსი იქნება.

31 ივლისს დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. დაბლობში 31-33 გრადუსი სითბო შენარჩუნდება, მთიან რაიონებში 32-34 გრადუსამდე.

შაბათ-კვირა არამდგრადი იქნება. უმეტეს რაიონში გაწვიმდება. განსაკუთრებით მთიან რაიონებში, მათ შორის ზემო სვანეთში შესაძლოა ძლიერი ხანმოკლე წვიმაც დაფიქსირდეს.

1-2 აგვისტოს ტემპერატურა 27-28 გრადუსამდე დაიკლებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი
22:12 / 12.08.2020
მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი
19:00 / 12.08.2020
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი
ხვალ რომ არჩევნები იყოს,
17:43 / 12.08.2020
ხვალ რომ არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" მხარს
ვიდეო
  ბავშვები საბავშვო ბაღს მიღმა
პანდემიის გამო, მუნიციპალური ბაღების მსგავსად,
პირველი შეხვედრა მაყურებელთან - თეატრის ცხოვრება პანდემიისას
ზუგდიდის თეატრი 5 თვიანი კარანტინის შემდეგ პირველად
ჩხოროწყუელი მასწავლებელი მოსწავლეების დასახმარებლად [ვიდეო]
ჩხოროწყუში, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში კომპიუტერულ
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.