ახალი ამბები
შონიას ყოფილი ტექნიკუმის პროექტი ცოტა შეგვიფერხდა - ალექსანდრე მოწერელია
FaceBook Twitter
E-mail Print
სამეგრელო-ზემო სვანეთში ჯერ კიდევ მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ზუგდიდში ორი პროფესიული სასწავლებელი იქნება. ამის შესახებ მან საქმიანობის ორი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ერთი იქნება ე.წ შონიას ტექნიკუმი, რომლის ბაზაზე პროფესიული სასწავლებლის აღდგენასაც საინიციატივო ჯგუფის "ზუგდიდის პოლიტექნიკური კოლეჯის რეაბილიტაციისთვის" ხელმძღვანელი და კოლეჯის ყოფილი თანამშრომელი, იზოლდა ხასია წლებია ითხოვს.

"მნიშვნელოვანია პროფესიული სასწავლებლების განვითარება. საპროექტო ჯგუფი ჩამოსულია. შესწავლილია უკვე შონიას ყოფილი ტექნიკუმი. ჩვენ ცოტა შეგვიფერხდა ეს პროექტი ვირუსიდან გამომდინარე. თუმცა მას შეუქცევადი ხასიათი ექნება. აუცილებლად გვჭირდება ჩვენ პროფესიული სასწავლებელი ზუგდიდში", - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

მისივე განმარტებით, ამას გარდა, პროფესიული სასწავლებელი აშენდება შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზეც. სამუშაოებს სრულად, სახელმწიფო რწმუნებულისვე ინფორმაციით სახელმწიფო აფინანსებს. ტენდერი მშენებლობაზე აგვისტოში გამოცხადდება.

ზუგდიდში პროფესიული საწავლებლი რომ აშენდებოდა, ამის შესახებ განათლების მინისტრმა შარშან, თებერვალში ისაუბრა. მიხეილ ბატიაშვილის სიტყვებით, ეს იქნება სტუმარ-მასპინძლობის სასწავლებელი.

მანამდე, კომპანია "მ²-ის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომ დადიანების ეზოს სიახლოვეს სასტუმროს მშენებლობის პარარელურად, იღებდნენ სასწავლებლის რეკონსტრუქციის ვალდებულებას.

ზუგდიდში პროფესიული სასწავლებელი 2009 წელს გაუქმდა. აქ მოგვიანებით, ჯერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილიალი განთავსდა, შემდეგ კი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები შესახლდნენ. მათი ნაწილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ახალი ბინით დააკმაყოფილა, ნაწილი კი ამ დრომდე ელოდება ალტერნატიულ საცხოვრებელს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში,
21:32 / 10.04.2021
წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში, "ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო
პარტიულ ყრილობაზე
14:08 / 10.04.2021
პარტიულ ყრილობაზე "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარედ
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
13:55 / 10.04.2021
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ
წონით
13:28 / 10.04.2021
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ წონით
ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.