ზუგდიდში მძღოლს ე.წ. სწრაფმა ტესტმა კორონავირუსზე დადებითი უჩვენა
რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში მოათავსეს სატვირთო ავტომანაქანის
მძღოლი, რომლის
სწრაფმა ტესტმაც კორონავირუსზე დადებითი უჩვენა. ინფორმაცია
"ლაივპრესს" საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელმა, მაია ჯანაშიამ დაუდასტურა. მისი თქმით, მძღოლის პისიარ
ტესტირების პასუხი დღეს საღამოს, ან ხვალ დილისთვის იქნება. სწორედ
ამის შემდეგ გაირკვევა, არის თუ არა მძღოლი ინფიცირებული, რომელსაც ამ
ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.
საიდან არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, მაია ჯანაშიას თქმით, ისტორიას აზუსტებს და ცნობილი მოგვიანებით გახდება.
"ჩვენთან ხშირად შემოდიან საეჭვო შემთხვევით ტრაილერის მძღოლები, რომლებიც იტესტებიან საზღვრის გადმოკვეთიდან 72 საათში ერთხელ. სწრაფი ტესტი შეიძლება იყოს ცრუ დადებითი, ისე ცრუ უარყოფითი, ვამოწმებთ. ესეც საეჭვო შემთხვევაა", - გვითხრა კლინიკის წარმომადგენელმა.
უფრო ადრე, ენგურჰესის თანამშრომელს ე.წ. სწრაფმა ტესტმა კორონავირუსზე დადებითი უჩვენა, თუმცა მას ვირუსი პისიარ ტესტირებით არ დაუდასტურდა.
დღეს რუხის კლინიკაში სატვირთო ავტომანქანის ინფიცირებული მძღოლი განაგრძობს მკურნალობას, რომელიც აქ 6 ივლისს მოათავსეს.