ახალი ამბები
კორონავირუსი არ დაუდასტურდა ზუგდიდში გამოკვლეულ 413 პირს
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ახალ კორონავირუსზე 413 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. მათ შორის 7 პაციენტი, მედპერსონალის 321 წარმომადგენელი, კარანტინში მყოფი 20 და თითიზოლაციაში მყოფი 4 პირი, შსს-ს 6 წარმომადგენელი, 42 მძღოლი და დიალიზზე მყოფი 13 მოქალაქე.

ყველა პასუხი უარყოფითია.

საქართველოში კორონავირუსის 1168 დადასტურებული შემთხვევაა. 940 პირი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.