ახალი ამბები
მზის ზემოქმედება კორონავირუსის გავრცელებაზე - ვარაუდები და რეალობა
FaceBook Twitter
E-mail Print
მოსახლეობაში გავრცელებულია ვარაუდი, რომ Covid-19 ნაკლებად მდგრადია სიცხეში და ზაფხულში ვირუსის გავრცელება შემცირდება, რაც შესაძლოა გახდეს  იმის მიზეზი, რომ მოსახლეობა მოდუნდეს და არ დაიცვას რეკომენდაციები, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო - ზემო სვანეთში ანზორ ქობალია.

"ზოგადად, ვირუსული ინფექციები სეზონურია, თავს იჩენს ხოლმე გაზაფხულზე და შემოდგომის მიწურულს, რადგან ის ვითარდება და ვრცელდება დაბალ ტემპერატურაზე, ამიტომაც გაჩნდა ვარაუდი, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ვირუსის გავრცელება იკლებდა, თუმცა ეს ვარაუდი არ იყო გამყარებული კვლევებით და არც გამართლდა.

მოსახლეობა კი თითქოს მოდუნდა და გათამამდა, ვხედავ მაღაზიებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების გარეშე ადამიანებს, ჰგონიათ რომ პანდემია დასრულდა. ამან კი შეიძლება ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაზარდოს", - უთხრა"ლაივპრესს" ანზორ ქობალიამ.

მისივე თქმით, მოსაზრება, სიცხე და ჰაერის მაღალი ტემპერატურა ვირუსს კლავს რომ არ იყო სწორი, ამის მაგალითია ბრაზილია, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა.

მანამდე ამერიკელი მეცნიერების ნაწილი ამტკიცებდა, რომ Covid-19 ნაკლებად მდგრადია ცხელ და ტენიან კლიმატში, ვიდრე – მშრალსა და ცივში, შესაბამისად, ზაფხულის სეზონზე ვირუსის გავრცელება მნიშვნელოვნად შემცირდება.

თუმცა ჯანმოს წარმომადგენელმა მაკ რაიანმა განაცხადა, რომ მცდარია შეხედულება, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად Covid-19 გრიპის მსგავსად გაქრება.

"ჯერ არ ვიცით, რა აქტიურობას და ქცევას ავლენს ვირუსი სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ვირუსს ექნება გავრცელების შესაძლებლობა. ცრუ იმედია იმის თქმა, რომ დიახ, ის უბრალოდ გაქრება ზაფხულში, გრიპის ვირუსის მსგავსად ... ახლა არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ვივარაუდოთ, რომ ასე მოხდება", - განაცხადა მაკ რაიანმა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი
22:12 / 12.08.2020
მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი
19:00 / 12.08.2020
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი
ხვალ რომ არჩევნები იყოს,
17:43 / 12.08.2020
ხვალ რომ არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" მხარს
ვიდეო
  ბავშვები საბავშვო ბაღს მიღმა
პანდემიის გამო, მუნიციპალური ბაღების მსგავსად,
პირველი შეხვედრა მაყურებელთან - თეატრის ცხოვრება პანდემიისას
ზუგდიდის თეატრი 5 თვიანი კარანტინის შემდეგ პირველად
ჩხოროწყუელი მასწავლებელი მოსწავლეების დასახმარებლად [ვიდეო]
ჩხოროწყუში, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში კომპიუტერულ
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.