ახალი ამბები
ზუგდიდის მერიას ძველი განცხადების თვითნებურად ხელახლა დარეგისტრირებისთვის უჩივიან
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდელი ბიზნესმენი მანანა მიქავა და მისი უფლებადამცველი ნანა ფირცხელავა აცხადებენ, რომ ადგილობრივმა მერიამ და კანცელარიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დანაშაული ჩაიდინეს. კერძოდ, ადვოკატის თქმით, კანცელარიის თანამშრომელმა ჯერ კიდევ 5 ივნისს მერიაში შეტანილი განცახდება, რომლის პასუხიც ორი თვის განმავლობაში არ მიუღიათ, თვითნებურად გაატარა ხელმეორედ 29 ივლისს, უკვე 30 ივლისს კი მერის, გიორგი შენგელიას ხელმოწერით პასუხიც მიიღო.

ნანა ფირცხელავამ ჟურნალისტების თანდასწრებით საპატრულო პოლიციას გამოიძახა და "დანაშაულის ჩამდენი" პირების მიმართ გამოძიების დაწყება მოითხოვა. უფლებადამცველის განმარტებით, მაშინ, როცა რამდენიმე დღის წინ მერიაში, მერთან შეხვედრის და "წართმეული" მიწის დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავდნენ, კანცელარიის თანამშრომელმა სთხოვა რამდენიმე წუთით დოკუმენტი, რომელიც მიაწოდა, რადგან იფიქრა, რომ რაიმეს გადამოწმება სურდა, ამ დროს კი ორი თვის წინანდელი განცხადება ხელახლა, მასთან შეუთანხმებლად დაარეგისტრირა.

"29 ივლისს მერისთვის არ მიმიმართავს. არ მითქვამს, რომ გაეტარებინათ განცხადება. თვითნებობა კიდევ სისხლის სამართლის დანაშაულია. იმ ორი თვის განმავლობაში ვის ეწერა ეს განცხადება, მისი დანაშაული დაფარა ამ ქალბატონმა. თუ არასათანადო პირის სახელზე იყო ეს განცხადება და რეაგირება არ იყო მომხდარი, მაშინ პასუხი უნდა აგოს იმ ქალბატონმა. მოხდა ჩემი უფლებების დარღვევა. სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების ხელშეშლა", - უთხრა ადვოკატმა ჟურნალისტებს.

მანვე მერიის წინააღმდეგ საჩივარი წარმოადგინა და საქმის დაჩქარებული წესით გამოძიება მოითხოვა.

თავის მხრივ, მერიაში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ შესაბამისი სამსახური მოიკვლევს მომხდარს და თუკი გადაცდომა დაფიქსირდება, საჭირო ზომებს მიმართავენ.

ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ დღეს გამოთქვა მზადყოფნა შეხვედროდა მანანა მიქავას და მის ადვოკატს, თუმცა მას უფლებადამცველი და ბიზნესმენის შვილი შეხვდნენ. თავად მანანა მიქავამ უარი განაცხადა გიორგი შენგელიასთან საუბარზე. თქვა, რომ ის ხვალ ფეხით გეგმავს თბილისში ჩასვლას და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან აქციის გამართვას.

მისი განმარტებით, ურეკში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორმა ილია ჯალაღანიამ უთხრა, რომ ე.წ. გულუას პარკის ტერიტორიას სწორედ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ლობირებს და ზუგდიდელი ბიზნესმენი ვერაფერს გახდება. სწორედ ივანიშვილთან შეხვედრა და ვითარებაში გარკვევა სურს მანანა მიქავას. ამბობს, რომ თავად არ სჯერა პროკურორის სიტყვების, თუმცა უნდა ამ ყველაფერში დარწმუნდეს.

"ეს იქნება აქცია არა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ ჩემი ქონების დასაბრუნებლად. იმედი მაქვს, მასთან შეხვედრას მოვახერხებ", - აღნიშნა მანანა მიქავამ.

ზუგდიდელი ბიზნესმენი და მისი ადვოკატი პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, მათივე საჩივართან დაკავშირებით.

მათ მერთან შეხვედრის და მიწის დაბრუნების მოთხოვნით მუნიციპალიტეტის მერიაში საპროტესტო აქცია 29 ივლისსაც გამართეს. მაშინ ეს შეკრება გიორგი შენგელიასთან შეხვედრის გარეშე დასრულდა.

მიწის ნაკვეთი ე.წ. გულუას პარკის ტერიტორიაა, რომელიც წლებია დავის საგანია შპს "აკვაპარკს" და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. მიწა მანანა მიქავამ 2008 წელს შეიძინა. შესყიდვის პირობებიდან გამომდინარე, მას ტერიტორიაზე აკვაპარკი 2012 წლამდე უნდა აეშენებინა და 6 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაედო. თუმცა ამბობს, რომ ნაკისრი ვალდებულები დაპატიმრების გამო ვერ შეასრულა. ის ბიუჯეტისთვის გადასახადების დამალვის და "ლაზიკა კაპიტალისგან" დიდი ოდენობის თანხის თაღლითური გზით მითვისებისთვის გაასამართლეს.

მანანა მიქავა 2013 წელს გათავისუფლდა. ამ დროისთვის მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე ბათილად ჰქონდა ცნობილი. მოგვიანებით ბიზნესმენმა ზუგდიდის გამგეობას ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის გაუქმებაზე სასამართლო დავაც მოუგო.

მიწის დაბრუნების მოთხოვნით მანანა მიქავამ საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართა.

ცოტა ხნის წინ სადავო ტერიტორიაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ საბავშვო ბაღის მშენებლობა დააანონსა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი
22:12 / 12.08.2020
მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი
19:00 / 12.08.2020
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი
ხვალ რომ არჩევნები იყოს,
17:43 / 12.08.2020
ხვალ რომ არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" მხარს
ვიდეო
  ბავშვები საბავშვო ბაღს მიღმა
პანდემიის გამო, მუნიციპალური ბაღების მსგავსად,
პირველი შეხვედრა მაყურებელთან - თეატრის ცხოვრება პანდემიისას
ზუგდიდის თეატრი 5 თვიანი კარანტინის შემდეგ პირველად
ჩხოროწყუელი მასწავლებელი მოსწავლეების დასახმარებლად [ვიდეო]
ჩხოროწყუში, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში კომპიუტერულ
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.