ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა
გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი 79 წლის ქალია. ის საავადმყოფოში 26 ივლისს მოათავსეს.

პაციენტს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. ამასთან გულის ქრონიკული დაავადება და რითმის დარღვევა აწუხებდა.

აფხაზეთში 81 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან გარდაცვლილია 3 მოქალაქე.