ახალი ამბები
მესტიაში დაკარგული მოზარდის მშობლებს შს მინისტრის მოადგილეები შეხვდნენ
FaceBook Twitter
E-mail Print
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და ვლადიმერ ბორცვაძე მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში გაუჩინარებული 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის მშობლებს შეხვდნენ. მინისტრის მოადგილეებმა მათ შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

სამინისტროს ცნობით, დაკარგულის საძიებო სამუშაოები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს, პოლიციის დანაყოფები, დრონები, კატერი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც სვანეთში, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ილია ფილფანის ფოტოსურათი დაგზავნილია ქვეყნის მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში.

საძიებო სამუშაოების მიმდინარეობისას მაშველების მიერ დათვალიერებულია: სოფელ ქაშვეთის ტერიტორია, მდინარე მესტიაჭალის ნაპირები და ე.წ მაშრიჭალას ტყის მიმდებარე ტერიტორიები, სოფელ ბეჩოდან ქალაქ ზუგდიდის მიმართულებით, მდინარე ენგურის ნაპირები, ფერდობები და ხევები, სოფელ ხოკოს მიმდებარედ არსებული უმოქმედო, ძველი გვირაბები, სოფელ ლატალის, ლენჯერის, ლახამურასა და ჯორკვალის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერდობები და ხევები.

მაშველებმა დაათვალიერეს სოფლები: სოლი, კაერი, ლემსია, ქაშვეთი, ლაშთღვერი, ნესგუნი, ქურელი, ფარი, ზემო და ქვემო ლუხა, ლახამულა, ნოდაში, მაგარდი, ლეზგარა, სვიფი, ღვებალდი და იქ არსებული მიტოვებული სახლები და კოშკები, ასევე სოფელ ლენჯერის N 1და N2 საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი, მესტიის, ლატალის და ლემსიის მთა, უბანი მეგვირი, სოფელ ლაღამიდან სოფელ ლანჩვალამდე, ლანჩვალიდან სოკოს უბნამდე და ლატალიდან ბეჩოს მიმართულებით არსებული ტერიტორია.

განხორციელდა სოფელ ხაიშიდან ზუგდიდის მიმართულებით საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიების, ჭუბერის მიმდებარედ წყალსაცავიდან მდინარე ენგურის გაყოლებაზე ნაპირების და მესტიის საბაგიროს მიმდებარედ ტყის მასივის მონიტორინგი. დაათვალიერეს "ენგურჰესის" წყალსაცავი ზედაპირულად. ასევე, სოფელ ეცერში შავი ღელეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარის ნაპირები, მესტიის მთავარანგელოზის ეკლესიიდან სოფელ ლენჯერამდე ტყის ფერდობები და სოფელ ჰებუთის და ჰაწვალის მთაზე ტყის მასივი, ასევე ამ ლოკაციების მიმდებარე ტერიტორიები მდინარის ნაპირებამდე და ალპურ ზონებამდე.

შემოწმებულია მთებში, საძოვრებზე არსებული სადგომები, მიტოვებული სახლები და გვირაბები. საძიებო სამუშაოები მდინარე ენგურსა და ენგურჰესზეც მიმდინარეობს. დაათვალიერეს მესტიიდან ზუგდიდამდე არსებული ცენტრალური მაგისტრალის 136 კილომეტრიანი მონაკვეთი.

"მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონულ სამმართველოში შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანანონო აღკვეთას გულისხმობს. ყველა ინფორმაცია, რომელიც არასრულწლოვნის გაუჩინარებას ან მის შესაძლო ადგილსამყოფელს უკავშირდება, სამართალდამცველების მიერ მოწმდება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

13 წლის ილია ფილფანი 18 ივლისს ველოსიპედით 11:00 საათზე გავიდა სახლიდან და გაუჩინარდა.

მოზარდის ახლობლებმა სოციალურ ქსელში 19 ივლისს გაავრცელეს ცნობა ბიჭის დაკარგვის შესახებ და მოქალაქეებს დახმარება სთხოვეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი
22:12 / 12.08.2020
მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი
19:00 / 12.08.2020
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი
ხვალ რომ არჩევნები იყოს,
17:43 / 12.08.2020
ხვალ რომ არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" მხარს
ვიდეო
  ბავშვები საბავშვო ბაღს მიღმა
პანდემიის გამო, მუნიციპალური ბაღების მსგავსად,
პირველი შეხვედრა მაყურებელთან - თეატრის ცხოვრება პანდემიისას
ზუგდიდის თეატრი 5 თვიანი კარანტინის შემდეგ პირველად
ჩხოროწყუელი მასწავლებელი მოსწავლეების დასახმარებლად [ვიდეო]
ჩხოროწყუში, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში კომპიუტერულ
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.