ზუგდიდში გამოკვლეულ 267 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
Share
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 267 პირი
გამოიკვლიეს. მათ შორის 17 პაციენტი, 103 მედპერსონალი, 4
თვითიზოლაციაში, 87 კარანტინში მყოფი, 14 შინაგან საქმეთა სამინიტროს
წარმომადგენელი, 42 მძღოლი. ყველას პასუხი უარყოფითია.