ახალი ამბები
რუსეთი აფხაზეთთან „საზღვარს“ დღეიდან ხსნის
FaceBook Twitter
E-mail Print
1 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან რუსეთი აფხაზეთთან „საზღვარს“ ხსნის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. მათი ცნობით, ჟურნალისტებს ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის შტაბში განუცხაეს.

რუსეთთან „საზღვრის“ გახსნაზე ინფორმაცია გაავრცელეს აფხაზურმა სააგენტოებმაც, თუმცა მათ არ დაუკონკრეტებიათ თარიღი, როდიდან შეძლებენ მოქალაქეები გადაადგილებას.

აფხაზური მედია წერს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია განაგრძობს მოსკოვში მოლაპარაკებებს, სადაც იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. სხვა დეტალები კი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მედია წერს, რომ მანამდე აფხაზეთში იმყოფებოდნენ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, შეისწავლეს ეპიდსიტუაცია და დადებითი შეფასება დადეს. მათივე ცნობით, სწორედ ამ ფაქტმა ითამაშა გადამწყვეტი როლი, „საზღვრის“ გახსნაზე გადაწყვეტილების მიღებისას.

დე ფაქტო მთავრობამ მდინარე ფსოუსთან, რუსეთთან საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება მანამდე 3-ჯერ გადადო.

ამ დრომდე არსებული წესებით, ფსოუზე გადაადგილება გამონაკლისის სახით შეეძლოთ მხოლოდ ე.წ.დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, სატვირთო ავტომობილების მძღოლებსა, რუს სამხედროებს და მათ ოჯახის წევრებს.

აფხაზეთმა რუსეთთან საზღვარი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 28 მარტიდან ჩაკეტა.

დე ფაქტო ხელისუფლება ამ დრომდე ცობას არ ავრცელებს როდის აღდგება მოძრაობა აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის.

14 მარტს პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო ორ თვეში რამდენიმე დღით სამჯერ გაიხსნა და დაიხურა. დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ 26 მაისს ხიდი ცალმხრივად ერთი კვირით და 22 ივნისს სამი დღით, ხოლო 13 ივლისს ხუთი დღით გახსნა.

გალელებმა ამ დრომდე არ იციან, როდის შეძლებენ ძველებურად აფხაზეთ-სამეგრელოს შორის მიმოსვლას, რადგან უცნობია ხიდის გახსნის თარიღი. გარდა ამისა, მათთვის პრობლემას ქმნის პანდემიის გამო დაწესებული სავალდებულო კარანტინიც.

იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში მოქალაქე გადმოსვლას მოახერხებს, სავალდებულო, 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს. ეს კი ხელსაყრელი პირობა არ არის მათთვის, ვინც კვირაში მინიმუმ სამჯერ მაინც, სხვადასხვა საჭიროებისთვის მოდიოდა გალიდან ზუგდიდში და პირიქით.

პანდემიის შემდეგ გალში შექმნილი პრობლემების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI)“. ორგანიზაცია კვლევაში განმარტავს რომ, არსებული პრობლემების გამო, მოქალაქეებს დანარჩენ საქართველოში მოსახვედრად მიმალვით უწევთ ენგურის გადაცურვა.

1 აგვისტოს მონაცემებით, სულ აფხაზეთში კორონავირუსის 84 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 37 გამოჯანმრთელდა. 3 გარდაიცვალა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი
22:12 / 12.08.2020
მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი
19:00 / 12.08.2020
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი
ხვალ რომ არჩევნები იყოს,
17:43 / 12.08.2020
ხვალ რომ არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" მხარს
ვიდეო
  ბავშვები საბავშვო ბაღს მიღმა
პანდემიის გამო, მუნიციპალური ბაღების მსგავსად,
პირველი შეხვედრა მაყურებელთან - თეატრის ცხოვრება პანდემიისას
ზუგდიდის თეატრი 5 თვიანი კარანტინის შემდეგ პირველად
ჩხოროწყუელი მასწავლებელი მოსწავლეების დასახმარებლად [ვიდეო]
ჩხოროწყუში, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში კომპიუტერულ
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.