ახალი ამბები
ზუგდიდელი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად თბილისისკენ ფეხით მიდის
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდელმა ბიზნესმენმა მანანა მიქავამ თბილისისკენ ფეხით მსვლელობა დაიწყო. ის გეგმავს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან მისვლას და მასთან შეხვედრას.

მანანა მიქავამ წასვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზუგდიდში სამართალი ვერ იპოვა და სწორედ ამან გადააწყვეტინა დედაქალაქისკენ მსვლელობა. მისივე თქმით, საპროტესტო აქციას გამართავს არა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ საკუთარი მიწის დასაბრუნებლად. ასევე უნდა გაარკვიოს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის, ილია ჯალაღანიას სიტყვები, თითქოს, ზუგდიდელი ბიზნესმენის ტერიტორიით სწორედ ივანიშვილია დაინტერესებული და ამიტომაც მის ბრძოლას აზრი არ აქვს.

მანანა მიქავას არ სჯერა პროკურორის ნათქვამის და სწორედ ამის გადამოწმებას შეეცდება "ოცნების" თავმჯდომარესთან შეხვედრისას, თუკი ეს შეხვედრა შედგება. მანვე აღნიშნა, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გაყალბებული დოკუმენტებით მოქმედებს და ორი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას დღემდე არ აპირებს.

მანანა მიქავა ამბობს, რომ მართალია ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად თბილისში მაინც ჩავა. დედაქალაქისკენ მიმავალს საპატრულო პოლიცია მიჰყვება თან.

ბიზნესმენი და მისი უფლებადამცველი ნანა ფირცხელავა გუშინ, 31 ივლისს იმყოფებოდნენ მერიაში. ადვოკატი და ბიზნესმენის შვილი შეხვდნენ მერს, გიორგი შენგელიას და საკუთარი პრეტენზიებიც გააცნეს. მაგრამ, ნანა ფირცხელავა ამბობს, რომ კონკრეტული პასუხი არ მიუღიათ.

მანამდე მან საპატრულო პოლიცია გამოიძახა, როგორც განმარტა მერიის და მისი კანცელარიის თანამშრომლის მხრიდან კანონდარღვევის ფაქტის გამო, რაც ძველი განცხადების თვითნებურად ხელახლა დარეგისტრირებას შეეხება. ბიზნესმენის უფლებადამცველმა მერიის წინააღმდეგ საჩივარიც შეიტანა და ამ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიება მოითხოვა.

საპასუხოდ მერიაში განმარტეს, რომ მათი შესაბამისი სამსახური მომხდარს შეისწავლის და კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი რეაგირებაც.

მანანა მიქავა წლებია ე.წ. გულუას პარკის ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც წლებია დავის საგანია შპს "აკვაპარკს" და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. მიწა ბიზნესმენმა ჯერ კიდევ 2008 წელს შეიძინა. აქ მას აკვაპარკი 2012 წლამდე უნდა აეშენებინა და 6 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაედო. თუმცა ამბობს, რომ ვალდებულები დაპატიმრების გამო ვერ შეასრულა. ის მაშინ ბიუჯეტისთვის გადასახადების დამალვის და "ლაზიკა კაპიტალისგან" დიდი ოდენობის თანხის თაღლითური გზით მითვისებისთვის გაასამართლეს.

მანანა მიქავა 2013 წელს გათავისუფლდა. ამ დროისთვის მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე ბათილად ჰქონდა ცნობილი. მოგვიანებით ბიზნესმენმა ზუგდიდის გამგეობას ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის გაუქმებაზე სასამართლო დავაც მოუგო.

მიწის დაბრუნების მოთხოვნით მანანა მიქავამ საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართა.

ცოტა ხნის წინ სადავო ტერიტორიაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ საბავშვო ბაღის მშენებლობა დააანონსა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი
22:12 / 12.08.2020
მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი
19:00 / 12.08.2020
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი
ხვალ რომ არჩევნები იყოს,
17:43 / 12.08.2020
ხვალ რომ არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" მხარს
ვიდეო
  ბავშვები საბავშვო ბაღს მიღმა
პანდემიის გამო, მუნიციპალური ბაღების მსგავსად,
პირველი შეხვედრა მაყურებელთან - თეატრის ცხოვრება პანდემიისას
ზუგდიდის თეატრი 5 თვიანი კარანტინის შემდეგ პირველად
ჩხოროწყუელი მასწავლებელი მოსწავლეების დასახმარებლად [ვიდეო]
ჩხოროწყუში, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში კომპიუტერულ
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.