ზუგდიდში სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირი დააკავეს
ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში
სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგადაც მამაკაცი დააკავეს. ეს ფაქტი
"ლაივპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. სამინისტროვე
განმარტებით, ჩხრეკა სასამართლოს განჩინებით მოხდა. ამოღებულია
გარკვეული სახის ნივთიერებები, რომელთაც ექსპერტიზა უტარებათ. სწორედ
ამის შემდეგ დაზუსტდება, კონკრეტულად რა ნივთიერები ამოიღეს
სამართალდამცავებმა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნას, ან გასაღებას გულისხმობს.