ახალი ამბები
ზუგდიდელი ბიზნესმენი, რომელიც თბილისში ფეხით გეგმავდა ჩასვლას, საავადმყოფოში მოათავსეს
FaceBook Twitter
E-mail Print
ბიზნესმენი მანანა მიქავა, რომელიც დღეს დილით ფეხით გაემართა თბილისისკენ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით, ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც მან თავად განუცხადა "ლაივპრესს", არტერიული წნევა ჰქონდა მაღალი და თავბრუს ხვევა აღენიშნებოდა. სწორედ ამიტომ ვერ შეძლო გზის გაგრძელება და დათანხმდა კლინიკაში გადაყვანას. ამბობს, რომ ახლა თავს უკეთ გრძნობს და ანალიზების პასუხებს ელოდება.

მანანა მიქავას თქმით, თბილისში ჩასვლა არ გადაუფიქრებია და ხვალ საღამოს დედაქალაქში უკვე ავტოამანქანით გაემგზავრება.

ზუგდიდელი ბიზნესმენის განცხადებით, ფეხით მსვლელობის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აქ სამართალი ვერ იპოვა. ამბობს, რომ საპროტესტო აქციას გამართავს არა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ საკუთარი მიწის დაბრუნების მოთხოვნით. ასევე უნდა გაარკვიოს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის, ილია ჯალაღანიას სიტყვები, თითქოს, ზუგდიდელი ბიზნესმენის ტერიტორიით სწორედ ივანიშვილია დაინტერესებული და ამიტომაც მის ბრძოლას აზრი არ აქვს.

მანანა მიქავა წლებია ე.წ. გულუას პარკის ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც წლებია დავის საგანია შპს "აკვაპარკს" და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. მიწა ბიზნესმენმა ჯერ კიდევ 2008 წელს შეიძინა. აქ მას აკვაპარკი 2012 წლამდე უნდა აეშენებინა და 6 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაედო. თუმცა ამბობს, რომ ვალდებულები დაპატიმრების გამო ვერ შეასრულა. ის მაშინ ბიუჯეტისთვის გადასახადების დამალვის და "ლაზიკა კაპიტალისგან" დიდი ოდენობის თანხის თაღლითური გზით მითვისებისთვის გაასამართლეს.

მანანა მიქავა 2013 წელს გათავისუფლდა. ამ დროისთვის მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე ბათილად ჰქონდა ცნობილი. მოგვიანებით ბიზნესმენმა ზუგდიდის გამგეობას ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის გაუქმებაზე სასამართლო დავაც მოუგო.

მიწის დაბრუნების მოთხოვნით მანანა მიქავამ საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართა.

ცოტა ხნის წინ სადავო ტერიტორიაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ საბავშვო ბაღის მშენებლობა დააანონსა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი
22:12 / 12.08.2020
მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი
19:00 / 12.08.2020
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი
ხვალ რომ არჩევნები იყოს,
17:43 / 12.08.2020
ხვალ რომ არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" მხარს
ვიდეო
  ბავშვები საბავშვო ბაღს მიღმა
პანდემიის გამო, მუნიციპალური ბაღების მსგავსად,
პირველი შეხვედრა მაყურებელთან - თეატრის ცხოვრება პანდემიისას
ზუგდიდის თეატრი 5 თვიანი კარანტინის შემდეგ პირველად
ჩხოროწყუელი მასწავლებელი მოსწავლეების დასახმარებლად [ვიდეო]
ჩხოროწყუში, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში კომპიუტერულ
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.