ზუგდიდში გამოკვლეულ 226 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
Share
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 1 აგვისტოს კორონავირუსზე 226 პირი
გამოიკვლიეს. მათ შორის 8 პაციენტი, 10 მედპერსონალი, 7 კარანტინში
მყოფი პირი, 176 შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და 25
მძღოლი. ყველას პასუხი უარყოფითია.