ახალი ამბები
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ქალი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია
FaceBook Twitter
E-mail Print
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან შეყვანილი პაციენტი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. მისი ინფორმაციით, ქალს მძიმე ხარისხის პნევმონია ჰქონდა, თუმცა უკვე იკვეთება ჯანმრთელობის მკვეთრი გაუმჯობესება.

„60 წლამდე ქალბატონის მდგომარეობა იყო კრიტიკული, ძალიან მძიმე პნევმონიით, თუმცა ინტენსიური მკურნალობით მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ეს გახლავთ სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი, რომელსაც უშუალოდ ჰქონდა კავშირი კოვიდინფიცირებულთან და ამის შემდგომ თვითონაც დასნებოვნდა.

მკურნალობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ იქ ვეღარ მართეს სიტუაცია და 1-ელ აგვისტოს რუხის კლინიკაში იქნა გადმოყვანილი. იქ დაიწყო მკურნალობა. გამოხატული იყო სუნთქვის უკმარისობა, მძიმე ხარისხის პნევმონია და გუშინ პაციენტი გადმოიყვანეს ჩვენთან. უნდა აღნიშნოს, რომ მკურნალობის ფონზე, მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. ამჟამად პაციენტს არ ესაჭიროება რეანიმაციული ღონისძიებები, ან ინტენსიური თერაპია.

იმყოფება ჩვეულებრივ პალატაში. საკმარისია მხოლოდ ჟანგბადის მიწოდება, მაგრამ საკმაოდ საყურადღებო პაციენტია იმიტომ, რომ ძალიან მძიმე პნევმონია იყო დაფიქსირებული აფხაზეთის ტეროტორიაზე. მას უტარდება ყველა გამოკვლევა პროტოკოლის მიხედვით და ვფიქრობ, რომ კარგად უნდა იყოს. ჩვენ მზად ვართ ყველას, ვინც აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვა, დავეხმაროთ და ვუმკურნალოთ ისევე, როგორც შეშვენის საქართველოს მოქალაქეებს“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

მისი ინფორმაციით, ამჟამად კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობს და ყველა მათანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ოკუპირებული აფხაზეთიდან შუახნის ქალი 1-ელ აგვისტოს გადმოიყვანეს ზუგდიდში, სადაც გამოკვლევების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა.

3 აგვისტოს მონაცემებით, სულ აფხაზეთში, კორონავირუსის 98 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 37 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი.

ექიმები ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო შეშფოთებას გამოხატავენ და ამ ფონზე არ ემხრობიან დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებას რუსეთთან „საზღვარის“ უპირობო გახსნაზე.

რუსეთ-აფხაზეთის „საზღვარი“ 1 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან გაიხსნა. ამ ფაქტს წინ უძღოდა „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიას ვიზიტი რუსეთში, სადაც მოხდა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. მანამდე დე ფაქტო მთავრობამ „საზღვრის“ გახსნის გადაწყვეტილება 3-ჯერ გადადო.

ამ დრომდე არსებული წესებით, ფსოუზე გადაადგილება გამონაკლისის სახით შეეძლოთ მხოლოდ ე.წ.დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, რუს სამხედროებს და მათ ოჯახის წევრებს. აფხაზეთმა რუსეთთან საზღვარი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 28 მარტიდან ჩაკეტა.

დე ფაქტო ხელისუფლება ამ დრომდე ცობას არ ავრცელებს როდის აღდგება მოძრაობა აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის.

14 მარტს პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო ორ თვეში რამდენიმე დღით სამჯერ გაიხსნა და დაიხურა. დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ 26 მაისს ხიდი ცალმხრივად ერთი კვირით და 22 ივნისს სამი დღით, ხოლო 13 ივლისს ხუთი დღით გახსნა.

გალელებმა ამ დრომდე არ იციან, როდის შეძლებენ ძველებურად აფხაზეთ-სამეგრელოს შორის მიმოსვლას, რადგან უცნობია ხიდის გახსნის თარიღი. გარდა ამისა, მათთვის პრობლემას ქმნის პანდემიის გამო დაწესებული სავალდებულო კარანტინიც.

იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში მოქალაქე გადმოსვლას მოახერხებს, სავალდებულო, 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს. ეს კი ხელსაყრელი პირობა არ არის მათთვის, ვინც კვირაში მინიმუმ სამჯერ მაინც, სხვადასხვა საჭიროებისთვის მოდიოდა გალიდან ზუგდიდში და პირიქით.

პანდემიის შემდეგ გალში შექმნილი პრობლემების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI)“. ორგანიზაცია კვლევაში განმარტავს რომ, არსებული პრობლემების გამო, მოქალაქეებს დანარჩენ საქართველოში მოსახვედრად მიმალვით უწევთ ენგურის გადაცურვა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.