ახალი ამბები
უქმეებზე რუსეთ-აფხაზეთის „საზღვარი“ 30 ათასმა მგზავრმა გადაკვეთა
FaceBook Twitter
E-mail Print
რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის „საზღვარი“ ორივე მიმართულებით, მარტო უქმეებზე 7 ათასმა სატრანსპორტო საშუალებამ და 30 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური სააგენტო „აფსნიპრესი“ ე.წ. საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, კვირას ოკუპირებულ რეგიონში რუსეთიდან ექსკურსიით ტურისტული ავტობუსებიც შევიდნენ.

მდინარე ფსოუზე „საზღვარი“ 1 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან გაიხსნა. ამ ფაქტს წინ უძღოდა „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიას ვიზიტი რუსეთში, სადაც მოხდა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. მანამდე დე ფაქტო მთავრობამ „საზღვრის“ გახსნის გადაწყვეტილება 3-ჯერ გადადო.

ამ დრომდე არსებული წესებით, ფსოუზე გადაადგილება გამონაკლისის სახით შეეძლოთ მხოლოდ ე.წ.დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, რუს სამხედროებს და მათ ოჯახის წევრებს. აფხაზეთმა რუსეთთან საზღვარი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 28 მარტიდან ჩაკეტა.

ექიმები ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო შეშფოთებას გამოხატავენ და ამ ფონზე არ ემხრობიან დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებას რუსეთთან „საზღვარის“ უპირობო გახსნაზე.

დე ფაქტო ხელისუფლება ამ დრომდე ცობას არ ავრცელებს როდის აღდგება მოძრაობა აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის.

14 მარტს პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო ორ თვეში რამდენიმე დღით სამჯერ გაიხსნა და დაიხურა. დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ 26 მაისს ხიდი ცალმხრივად ერთი კვირით და 22 ივნისს სამი დღით, ხოლო 13 ივლისს ხუთი დღით გახსნა.

3 აგვისტოს მონაცემებით, სულ აფხაზეთში, კორონავირუსის 98 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 37 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან მეათე
18:56 / 28.09.2020
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან მეათე
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 32-ე პაციენტი გარდაიცვალა.
17:14 / 28.09.2020
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 32-ე პაციენტი გარდაიცვალა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ მიიღებს მონაწილეობას დებატებში,
13:07 / 28.09.2020
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ მიიღებს მონაწილეობას დებატებში,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
პანდემია ოკუპაციაში [ვიდეო]
გალელების მდგომარეობა, რომლებსაც ისედაც
  ბავშვები საბავშვო ბაღს მიღმა
პანდემიის გამო, მუნიციპალური ბაღების მსგავსად,
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.