სოფელ ბარჯასთან სატყეო სააგენტოს პიკაპი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა [ფოტო]
ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, სოფელ
ბარჯის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც „ლაივპრესს“
ერთ-ერთმა თვითმხილველმა უთხრა, ეროვნული სატყეო სააგენტოს კუთვნილი
პიკაპის ტიპის ტრანსპორტი მსუბუქ ავტომანქანას, შემდეგ კი კლდეს
შეეჯახა. შემთხვევის მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავდა ორი მგზავრი.
როგორც „ლაივპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. შემთხვევა 3 აგვისტოს მოხდა.
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.