ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია
ანაკლია-განმუხურის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო
შემთხვევის
შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.
უთხრეს "ლაივპრესს" ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში.
საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, სულხან ორჟონიას თქმით, პაციენტს გარეგნული დათვალიერებით დაზიანებები არ აღენიშნება. ის კონტაქტურია. მას ამ წუთებში კვლევები უტარდება.
ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მანქანა სავალი გზიდან გადავიდა და ჭადრის ხეს შეეჯახა. შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. დაშავდა ერთი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.