ახალი ამბები
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა
FaceBook Twitter
E-mail Print
ოკუპირებული აფხაზეთის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი დე ფაქტო ხელისუფლებამ ისევ ცალმხრივად გახსნა.

დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ხიდი 5-დან 9 აგვისტოს ჩათვლით იქნება გახსნილი.

მანამდე, ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე რუსტამ ლატიპოვმა განაცხადა, რომ დღის წესრიგში დგას საკითხი ენგურის ხიდზე "ჰუმანიტარული დერეფნის" კვლავ გახსნის შესახებ.

"მოსაზღვრე ტერიტორიაზე ბევრია აფხაზეთის მოქალაქე და გალის რაიონის მცხოვრები, რომლებსაც ბინადრობის დროებითი მოწმობა გააჩნიათ. ისინი სხვადასხვა მიზეზით გაემგზავრნენ საქართველოში და ახლა სურთ დაბრუნება სახლში. გარდა ამისა, რუსი კოლეგები გვატყობინებენ იმ ადამიანების რაოდენობის ზრდაზე, ვინც სახლში დაბრუნებას მდინარის გადალახვით ცდილობს. ყოველდღიურად 20-30 დამრღვევს იჭერენ. ამიტომაც არსებობს აზრი, მათი ლეგალურად შემოშვების შესახებ", - განაცხადა ლატიპოვმა.

14 მარტს პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი რამდენიმე დღით სამჯერ გაიხსნა და დაიხურა. დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ 26 მაისს ხიდი ცალმხრივად ერთი კვირით, 22 ივნისს სამი დღით, ხოლო 13 ივლისს ხუთი დღით გახსნა.

გალელებმა ამ დრომდე არ იციან, როდის შეძლებენ ძველებურად აფხაზეთ-სამეგრელოს შორის მიმოსვლას. გარდა ამისა, მათთვის პრობლემას ქმნის პანდემიის გამო დაწესებული სავალდებულო კარანტინიც. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში მოქალაქე გადმოსვლას მოახერხებს, სავალდებულო, 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს. ეს კი ხელსაყრელი პირობა არ არის მათთვის, ვინც კვირაში მინიმუმ სამჯერ მაინც, სხვადასხვა საჭიროებისთვის მოდიოდა გალიდან ზუგდიდში და პირიქით.

პანდემიის შემდეგ გალში შექმნილი პრობლემების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DღI)". ორგანიზაცია კვლევაში განმარტავს რომ, არსებული პრობლემების გამო, მოქალაქეებს დანარჩენ საქართველოში მოსახვედრად მიმალვით უწევთ ენგურის გადაცურვა.

ცნობისთვის, სოხუმმა 1 აგვიტოს გახსნა ასევე პანდემიის გამო 28 მარტიდან ჩაკეტილი "საზღვარი" რუსეთთან. მდინარე ფსოუს ე.წ. გამშვებ პუნქტზე გადაადგილებას განსაკუთრებული შეზღუდვების გარეშე ორმხრივად ახერხებენ მოქალაქეები.

სულ აფხაზეთში, კორონავირუსის 98 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 37 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი. გარდა ამისა, 2 აგვისტოს აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადმოიყვანეს 55 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სენაკის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა სენაკის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
15:33 / 18.08.2022
სენაკის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
უკრაინაში, ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს,
კიდევ ერთი ქართველი,
11:49 / 18.08.2022
უკრაინაში, ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, კიდევ ერთი ქართველი,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას
განცხადებით,
11:04 / 18.08.2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას განცხადებით,
6 წლის ბავშვი, რომელსაც მაშველები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ,
10:14 / 18.08.2022
6 წლის ბავშვი, რომელსაც მაშველები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.