ზუგდიდში გამოკვლეულ 225 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 5 აგვისტოს 225 პირი კორონავირუსზე
გამოიკვლიეს. მათ შორის 10 პაციენტი, 30 მედპერსონალი, 3 კარანტინში
მყოფი პირი. 156 შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, 10
მძღოლი, 16 დიალიზზე მყოფი პირი. ყველას პასუხი უარყოფითია.