ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს ისევ ქვა ესროლეს
ხობის სოფელ ქვალონთან ავტობუსს უცნობმა პირებმა ქვა ესროლეს.
კომპანიის ხელმძღვანელმა ვახტანგ კუტალიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ამოღებულია ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერები და არსებობენ ეჭვმიტანილები.
"საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. არსებობს ჩანაწერები და დაველოდოთ გამოძიების შედეგს", - განაცხადა ვახტანგ კაკულიამ.
ავტობუსს ქვა 9 ივლისსაც ესროლეს. მაშინ, მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
თუმცა როგორვ კომპანიის დირექტორი აცხადებს, ავტობუსის დაზიანების პირველ შემთხვევაზე არავინ დაუკავებიათ.
კომპანიის ხელმძღვანელი ავტობუსის დაზიანების ფაქტებს კონკურენციას უკავშირებს.
კომპანია "გლობუსის" ტრანსპორტმა 9 ივნისიდან დაიწყო ზუგდიდში მუშაობა.