კომუნალური მხარდაჭერის პროგრამა ზამთარშიც იმოქმედებს
საქართველოს მოქალაქეებისთვის კომუნალური მხარდაჭერის
პროგრამა ზამთრის თვეებშიც გაგრძელდება, - ამის შესახებ მთავრობის
სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი სიტყვებით, მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლების და სამუშაო ადგილების დაკარგვის კომპენსირების მიზნით, მთავრობამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით გაგრძელდეს ეს პროგრამა ზამთრის ოთხი თვის განმავლობაში, ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი იანვარი და თებერვალი, იგივე პრინციპით, როგორც აქამდე იყო 200 კილოვატსაათი და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული. ჩვენ ჩვენს შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ასეთ დახმარებაზე თქვან უარი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი სიტყვებით, კომუნალური გადასახადების კომპენსირების სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა მილიონ 200 ათასმა მოქალაქემ. 600 ათასმა კი ბანკებში ვალის გადავადების შესაძლებლობით.