ახალი ამბები
ბავშვები მთავრობისგან 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ
საქართველოს პრემიერ- მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქე ყველა ბავშვი ერთჯერადად 200 ლარიან დახმარებას მიიღებს.

"ეკონომიკურ კრიზისში ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში ბავშვებს ექნება დახმარება 200 ლარის ოდენობით და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვების კრიზისში, სასწავლო წლის დაწყებამდე და სასწავლო წლის დაწყების პროცესში.

რომ შევაჯამოთ ყველა საქართველოს მოქალაქე ბავშვი 17 წლამდე სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების მხარდაჭერის და სასწავლო წლის დაწყების პროცესში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.