ახალი ამბები
დიალოგისთვის მზად ვართ - ახლადდანიშნული მინისტრი
FaceBook Twitter
E-mail Print
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად თეა ახვლედიანი დაინიშნა. მთავრობის მეთაურის თქმით, ის აქამდე ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა, მანამადე კი იყო დიპლომატიური გუნდის წარმომადგენელი როგორც ევროპის, ისე კონფლიქტების მიმართულებით.

"ამიტომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნის დეოკუპაცია გადის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან შერიგებაზე, ამიტომ ამ სამინისტროს ფუნქცია და თქვენი პირველ რიგში, მოვალეობა და ყველაზე დიდი მისია გახლავთ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების პროცესის წარმატებით წარმართვა და დასრულება", - განმარტა პრემიერმა.

თავის მხრივ, თეა ახვლედიანმა სამთავრობო გუნდს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის.

"უდავოდ დიდი პატივია მოცემული შესაძლებლობა, განვაგრძო ჩემი პროფესიული საქმიანობა ამჯერად შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებებით და შევძლო წვლილის შეტანა ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული პრიორიტეტის განხორციელების საქმეში, შევუერთდე საქართველოს ხელისუფლების და ხალხის ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, ქართული, ოსური და აფხაზური საზოგადოებების შერიგებისკენ, ისევე როგორც თანასწორობის პრინციპით მთლიანად ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაციისკენ", - განაცხადა ახლადდანიშნულმა მინისტრმა.

მანვე ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასა და ინიციატივებზე, როგორიცაა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის" და აღნიშნა, რომ დიალოგისთვის მზად არიან და ადარდებთ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ბედი, დაინტერესებულები არიან მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებით და პირდაპირი კონტაქტების დამყარებით.

თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ არსებობს მოქმედი გამოწვევების ისეთი გადაწყვეტა, რომელიც აუცილებლად შეეხმიანება როგორც აფხაზური და ოსური, ასევე ქართული საზოგადოებების საერთო ინტერესებს. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ამ გზებს აუცილებლად იპოვიან.

"ჩვენი ეს მისწრაფება მიმართულია მავთულხლართების და ფიზიკური ბარიერებით იზოლირებული მოსახლეობის დეიზოლაციისკენ. ამ პროცესში ჩვენ ვიქნებით ღია დიალოგისთვის, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მხარდაჭერით და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობით. ისტორიულად ჩვენი ქვეყანა არის მრავალეთნიკური სახელწმიფო ამ მიმართულებითაც რა თქმა უნდა გვაქვს გარკვეული მიღწევები, პროგრესი, მაგრამ არაერთი გამოწვევაა წინ. იქნება ეს სახელმწიფო ენის შესწავლის თუ სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით", - აღნიშნა მინისტრმა.

თეა ახვლედიანმა ქეთევან ციხელაშვილი შეცვალა. ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გახდა.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მზად არის თბილისთან პირდაიპირი დიალოგისთვის. მისი ეს განცხადებები აფხაზურ საზოგადოებაში დაპირისპირების საგნადაც იქცა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.