ახალი ამბები
ახალგაზრდა თაობა სიძულვილში არ უნდა აღვზარდოთ - შამბა თბილისთან დიალოგზე
FaceBook Twitter
E-mail Print
დიახ, იყო ომი, მაგრამ ჩვენს ისტორიაში ბევრი იყო შემთხვევა, როდესაც მოხდა აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მხრიდან ინტერვენცია. ასევე იყო აფხაზეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ინტერვენცია, - განუცხადა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ "ეხოკავკაზას".

მისი თქმით, ეს ხდებოდა არამარტო "საქართველოსა და აფხაზეთს" შორის ურთიერთობების ისტორიაში, არამედ მსოფლიოში სახელმწიფოებს შორის. აფხაზი პოლიტიკოსი ამბობს, რომ თუნდაც ევროპაში, ქვეყნები იბრძოდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ, იყო სისხლიანი ომები, თუმცა დღეს ისინი მეგობრულად ცხოვრობენ და ვითარდებიან.

შამბას განმარტებით, მუდმივად მტრობით ცხოვრება შეუძლებელია.

"ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ისტორიის დავიწყება. ომი.. კარგად ვიცით ვინ იყო ამაში დამნაშავე. როგორ მოხდა, მაგრამ ეს გვერდი უკვე გადაფურცლულია. უნდა ვიფიქროთ მომავალზე, ჩვენს ბავშვებზე. არ შეგვიძლია ახალგაზრდა თაობის სიძულვილში აღზრდა. ეს ანადგურებს ახალგაზრდების სულს. ამ ყველაფერმა უკვე ჩაიარა. ამიტომ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ მეგობრული ურთიერთობები", - აცხადებს აფხაზი პოლიტიკოსი.

სერგეი შამბამ ისაუბრა, თუ როგორ წარმოუდგენია საქართველოსთან დიალოგის დაწყება, რაზეც ყურადღება ცოტა ხნის წინ, ისევ "ეხოკავკაზასთან" ინტერვიუს დროს გაამახვილა. შეეხო საქართველოსთან ვაჭრობის დაკანონების საჭიროების საკითხსაც და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად საჭიროა თბილისთან პირდაპირი დიალოგის დაწყება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან მეათე
18:56 / 28.09.2020
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან მეათე
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 32-ე პაციენტი გარდაიცვალა.
17:14 / 28.09.2020
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 32-ე პაციენტი გარდაიცვალა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ მიიღებს მონაწილეობას დებატებში,
13:07 / 28.09.2020
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ მიიღებს მონაწილეობას დებატებში,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
პანდემია ოკუპაციაში [ვიდეო]
გალელების მდგომარეობა, რომლებსაც ისედაც
  ბავშვები საბავშვო ბაღს მიღმა
პანდემიის გამო, მუნიციპალური ბაღების მსგავსად,
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.