ახალი ამბები
მესტიიდან რუხის კლინიკაში გადაიყვანეს სამი ინფიცირებული
მესტიაში გამოვლენილი შემთხვევებიდან სამი რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში გადმოიყვანეს სამკურნალოდ. უთხრა "ლაივპრესს" საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ჯანაშიამ. მისი თქმით, ერთი 27 წლის ქალია, დანარჩენი ორი კი 74 და 49 წლის მამაკაცები არიან. სამივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია და განსაკუთრებული გამოხატული სიმპტომები არ აღენიშნებათ. მათ ჯერ კიდევ უტარდებათ კვლევები. დეტალური ინფორმაცია ხვალ დილისთვის გახდება ცნობილი.

მაია ჯანაშიას განმარტებით, საღამოს კლინიკაში კიდევ სამი მოქალაქე შეიყვანეს ასევე მესტიიდან. ისინი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.

"მათ მსუბუქი ჩივილები აქვთ, როგორიცაა ყელის მცირე ტკივილი, ფაღარათი, 37-მდე ტემპერატურა. მათი ტესტირების პასუხებს ველოდებით", - აღნიშნა მან.

მესტიაში კორონავირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობამ მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, სავარაუდოდ 28 დღით. აქ შესვლა-გამოსვლა შეიზღუდა, რასაც პოლიცია აკონტროლებს. ამასთან, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს, ბანკებს, სასურსათო მაღაზიებს და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს აქვთ.

წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის.

ვირუსის გავრცელება მოხდა თბილისიდან სტუმრად ჩასული ქალის მიერ. მისი ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. ინფიცირებულები ძირითადად ერთი ოჯახის წევრები არიან. მათგან 7 ადგილობრივი, დანარჩენი კი თბილისიდან დასასვენებლად ჩასული სტუმარია. ერთი მესტიის საავადმყოფოს ექიმია.

მესტიიდან დაბრუნებული ტურისტები სავალდებულო კარანტინს გაივლიან.