ახალი ამბები
ზუგდიდელმა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქცია გამართა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდელმა ბიზნესმენმა მანანა მიქავამ ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქცია გამართა. ის თბილისში ამჯერად ავტომაქანით, საკუთარ უფლებადამცველ ნანა ფირცხელავასთან ერთად ჩავიდა. მათი მოთხოვნა უცვლელი იყო - მიწის დაბრუნება და ქალაქისთვის "კრიმინალების" - ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მოშორება, რომლებიც, მანანა მიქავას მტკიცებით, ფიგურირებენ უძრავი ქონების წართმევის საქმეში.

აქციის მონაწილემ უკვე საკუთარი სახლის ტერიტორიიდან მიმართა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, არის თუ არა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის, ილია ჯალაღანიას სიტყვები სიმართლე, რომ თითქოს მის მიწას სწორედ ყოფილი პრემიერი ლობირებს.

მანანა მიქავას და მის ადვოკატს არავინ შეხვედრია. მათ აქციას თვალყურს, როგორც გვითხრა, სამართალდამცავები ადევნებდნენ.

"მოლოდინი არ მქონდა, რომ გამოვიდოდა და შემხვდებოდა. აი იქიდან შეიძლება ხმა მივაწვდინო, ჩემი გულისტკივილი გავუზიარო ბატონ ბიძინას. ალბათ შემომეხმიანება და სიმართლეს გაარკვევს. ამის იმედი მაქვს", - უთხრა მან "ლაივპრესს".

მანანა მიქავას ინფორმაციით, ადვოკატი გენერალურ პროკურატურაში იმყოფება მისი მიწის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა რამდენად შედგება დღეს პროკურორთან შეხვედრა, ჯერ არ იცის.

ზუგდიდელი ბიზნესმენი ფეხით გეგმავდა თბილისში ჩასვლას ჯერ კიდევ პირველ აგვისტოს, თუმცა გზიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დაბრუნდა. ფეხით მსვლელობის გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც როგორც განმარტა, აქ სამართალი ვერ იპოვა. ამბობს, რომ საპროტესტო აქცია არა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ საკუთარი მიწის დაბრუნების მოთხოვნით დაგეგმა.

მანანა მიქავა ე.წ. გულუას პარკის ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც წლებია დავის საგანია შპს "აკვაპარკს" და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. მიწა ბიზნესმენმა ჯერ კიდევ 2008 წელს შეიძინა. აქ მას აკვაპარკი 2012 წლამდე უნდა აეშენებინა და 6 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაედო. თუმცა ამბობს, რომ ვალდებულები დაპატიმრების გამო ვერ შეასრულა. ის მაშინ ბიუჯეტისთვის გადასახადების დამალვის და "ლაზიკა კაპიტალისგან" დიდი ოდენობის თანხის თაღლითური გზით მითვისებისთვის გაასამართლეს.

მანანა მიქავა 2013 წელს გათავისუფლდა. ამ დროისთვის მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე ბათილად ჰქონდა ცნობილი. მოგვიანებით ბიზნესმენმა ზუგდიდის გამგეობას ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის გაუქმებაზე სასამართლო დავაც მოუგო.

მიწის დაბრუნების მოთხოვნით მანანა მიქავამ საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართა.

ცოტა ხნის წინ სადავო ტერიტორიაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ საბავშვო ბაღის მშენებლობა დააანონსა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.