ახალი ამბები
მესტიაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გამყრელიძე
FaceBook Twitter
E-mail Print
მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. განუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. ამირან გამყრელიძის თქმით, ეს შემთხვევა სოფელ ლენჯერის კლასტერს უკავშირდება.

მანვე აღნიშნა, რომ ახალი შემთხვევა 600 პირის გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა.

"ჯერჯერობით, ვიდრე დარჩენილი კიდევ 300 ნიმუშის პასუხი იქნება, შეგვიძლია, ვთქვათ რომ ინფექცია ძირითადად კონცენტრირებულია ამ თემის ერთ-ერთ დასახლებაში. ამიტომ, იმ დასახლებაში მკაცრი საკარანტინო ზომები ტარდება, შესვლა-გამოსვლა სრულად აკრძალულია", - განმარტა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, მალე იქნება დანარჩენი 300 ტესტის პასუხიც. შემდგომ უკვე დღევანდელი 800 ტესტის პასუხები. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, დღევანდელი ნიმუშების ტესტირების შემდეგ ექნებათ კარგი სურათი, თუ რა ხდება ეპიდსიტუაციის მხრივ მუნიციპალიტეტში.

მესტიაში დღეს, უფრო ადრე კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მანამდე კი 17.

ინფიცირებულებიდან 6 რუხის კლინიკაში მკურნალობს.

მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოდან ჩაკეტილია. აქ შესვლა-გამოსვლას სამართალდამცავები აკონტროლებენ. მესტიიდან დაბრუნებულებს სავალდებულო კარანტინის დაცვა მოუწევთ. საკარანტინო სივრცეები სვანეთში უკვე მოწყობილია.

მესტიაში კორონავირუსი დაუდასტურდა შსს-ს 3 თანამშრომელსაც.

ვირუსის გავრცელება მოხდა თბილისიდან სტუმრად ჩასული ქალის მიერ. მისი ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან მეათე
18:56 / 28.09.2020
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან მეათე
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 32-ე პაციენტი გარდაიცვალა.
17:14 / 28.09.2020
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 32-ე პაციენტი გარდაიცვალა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ მიიღებს მონაწილეობას დებატებში,
13:07 / 28.09.2020
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ მიიღებს მონაწილეობას დებატებში,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
პანდემია ოკუპაციაში [ვიდეო]
გალელების მდგომარეობა, რომლებსაც ისედაც
  ბავშვები საბავშვო ბაღს მიღმა
პანდემიის გამო, მუნიციპალური ბაღების მსგავსად,
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.