ალექსანდრე ახვლედიანი და გიორგი ბარამია -„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები სამეგრელოში
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის
კანდიდატი ზუგდიდში ალექსანდე ახვლედიანი, ფოთი, სენაკისა და ხობის
ოლქში კი გიორგი ბარამიაა.
ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარობის 25 კანდიდატი წარადგინა გაერთიანების თამვჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ.
ალექსანდრე ახვლედიანი პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტია. არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებები და კორუფციასთან ბრძოლის“ დამფუძნებელი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაბის“ მმართველობის დროს იყო სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე.
რაც შეეხება გიორგი ბარამიას. ის დაიბადა სოხუმში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაბის“ ხელისუფლების სათავეში ყოფნის პერიოდში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. იყო საქართველოს კონსული საბერძნეთში.
„ლელოს“ მაჟორიტარების წარდგენა მცხეთაში გაიმართა. კანდიდატების წარდგენას პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის გარდა, „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
მანამდე საარჩევნო კანდიდატები წარადგინა „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ და „ევროპულმა საქართველომ“.
პარლამენტის არჩევნები საქართველოში ოქტომბერში უნდა გაიმართოს.