ახალი ამბები
ანქვაბი: უსამართლოა გალელებისთვის პასპორტების ჩამორთმევა - მას აქციებით ემუქრებიან
FaceBook Twitter
E-mail Print
ამჯერად აფხაზეთში დაპირისპირების საგანი ე.წ პრემიერ-მინისტრის განცხადება გახდა, რომელსაც უსამართლოდ მიაჩნია გალის მოსახლეობისთვის "აფხაზური პასპორტების" ჩამორთმევა. ალექსანდრ ანქვაბს აფხაზეთში მოქმედი ომის ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაა" უპირისპირდება, რომელმაც უფრო ადრე ასლან ბჟანიას საქართველოზე განცხადებები გააკრიტიკეს.

"ჩვენ აფხაზეთში, მათ შორის გალის რაიონში მცხოვრებ ყველა ქართველს, ვისაც ჩვენს წინააღმდეგ არ უომია, საკუთარ მოქალაქეებად მივიჩნევთ, - განუცხადა "აფსნიპრესს" დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა.

ის გამოეხმაურა "ამერიკის ხმის" სტატიას, სათაურით - "სოხუმში განაცხადეს მზაობა თბილისთან დიალოგისთვის" და აღნიშნა, რომ არ იცოდა, თუ ამ დრომდე არსებობდა საბჭოთა ეპოქის "პროპაგანდისტული იარაღი".

მისივე თქმით, უსამართლო იყო გალელებისთვის ე.წ. პასპორტების ჩამორთმევის გადაწყვეტილება. ამასთან, ალექსანდრ ანქვაბმა "სასაცილო" უწოდა ქართველი პოლიტოლოგის, პაატა ზაქარეიშვილის სიტყვებს "ამერიკის ხმასთან", თითქოს "აფხაზეთის ხელისუფლებაში" არიან ადამიანები, ვინც ნაკლებად პრორუსია, მათ შორის თავად ანქვაბი და სერგეი შამბა, რომლებიც გამოირჩევიან თბილისთან საკუთარი კონტრუქციულობით.

"აფხაზეთის პოლიტიკურ სივრცეში ასეთი ლიდერები არ იყვნენ და არც არიან. ეს სრულად ეხება პრეზიდენტ ბჟანიას, ანქვაბს, შამბას და ხაჯიმბას", - განმარტა მან.

მისი აზრით, "ასეთი" ექსპერტის "დასკვნებს შეიძლება ჰქონდეთ არსებობის უფლება პოლიტიკური მოღვაწეების და, განსაკუთრებით, აფხაზეთის ზოგიერთი ლიდერის გარკვეული ქმედებებისა და განცხადებების საფუძველზე. მათ შორის ე.წ. ხელისუფლების მხრიდან მსგავსი განცხადებების არსებობის შემთხვევაში.

"მსგავსი რამ ჩვენს შემთხვევაში არ არის და ნაკლებად სავარაუდოა, ზაქარეიშვილს ჰქონდეს პირადი კონტაქტები, რომ გააკეთოს ასეთი გონივრული დასკვნები. ჩვენ სურვილი გვაქვს მოვისმინოთ სერიოზულ ექსპერტულ მოსაზრებას, რომელიც დაფუძნებული იქნება რეალობასა და კონკრეტიკაზე. დანარჩენი კი უსარგებლო სიტყვებია", - განმარტა ალექსანდრ ანქვაბმა.

რაც შეეხება მათ ონსტრუქციულობაზე ქართველი პოლიტოლოგის განცხადებას, აღნიშნა - ეს ჩვენი შიდა საქმეა. და თუ ამ ორ მყარ პოზიციას ვინმე განიხილავს, როგორც "კონსტრუქციულ დამოკიდებულებას", მაშინ ისინი მართლები არიან: ჩვენი კონსტრუქტივიზმი არის ის, რომ ომის განახლების წინააღმდეგნი ვართ. ჩვენ ვემხრობით სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას".

"არუაა" გმობს ე.წ პრემიერის სიტყვებს და განმარტავს, რომ ეს "ცინიზმის უმაღლესი ხარისხია", რადგან მსგავსი შინაარსის განცხადება აფხაზეთის ომის დაწყების 28 წლისთავის წინ გაჟღერდა.

მათივე თქმით, ანქვაბს კარგად ესმის, რომ საქმე არა ეთნიკურ კუთვნილებაშია, არამედ იმაში, რომ გალში მცხოვრები ქართველების 97%-ს საქართველოს მოქალაქეობა აქვს. ომის ვეტერანთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სწორედ ასეთმა პოლიტიკამ - ე.წ. პასპორტების გაცემამ "აფხაზეთის კანონმდებლობის დარღვევით" ანქვაბის პრეზიდენტობის დროს, მიიყვანა მოქმედი თანამდებობის დატოვებამდე 2014 წლის მაისში.

"კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ, რომ ნებისმიერი მცდელობა აფხაზეთის კანონმდებლობის დარღვევის მოქალაქეობაზე, რომელიც განიხილავს ორმაგ მოქალაქეობას მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენ შევაფასებთ, როგორც ანტისახალხო ქმედებას, რომელიც მიმართულია ჩვენი გამარჯვების გადახედვისკენ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

"არუაას" თქმით, თუ აფხაზეთის "ხელისუფლება" მიიღებს ზომებს აფხაზეთის "მოქალაქეობის" გაცემაზე საქართველოს მოქალაქეებზე, მაშინ ისინი მთელი "ქვეყნის" მასშტაბით საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

ანქვაბამდე. ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ გალელებისთვის ბინადრობის ნებართვა შეურაცხმყოფელია და მათი მოქალაქეობის საკითხი უნდა გადაწყვიტონ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ეთნოსოფელი უცხოელი სტუმრების გარეშე
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
პანდემია ოკუპაციაში [ვიდეო]
გალელების მდგომარეობა, რომლებსაც ისედაც
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.