რუხის საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული ბავშვი მოათავსეს
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფიცირებულ
პაციენტებს კიდევ ორი დაემატა. მათგან ერთი 10 წლის ბავშვია, მეორე კი
სრულწლოვანი პირი ცხელების ნიშნებით. ბავშვს ვირუსის უმნიშვნელო
სიმპტომები აღენიშნება. ორივე ლენჯერის კლასტერს უკავშირდება.
სულ რუხის კლინიკაში დღეს 8 ინფიცირებული მოქალაქე მკურნალობს.
საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაიკო ჯანაშიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ პნევმონია ამ რვიდან 4 პაციენტს აქვს. ყველა შემთხვევა საშუალო სიმძიმისაა.
საქართველოში დღეს გამოვლენილი 23 შემთხვევიდან 6 მესტიიდანაა.
მესტიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 10 აგვისტოს დადასტურდა. მაშინ ლენჯერში 17 შემთხვევა გამოვლინდა.
გუშინ მესტიაში ორი დადასტურდა, 12 აგვისტოს კი 14 შემთხვევიდან, ლენჯერში12 დადასტურდა.
მესტია კორონავირუსის შემთხვევების გამო 10 აგვისტოს ჩაიკეტა.