ხობში ავტობუსის და მგზავრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამგზავრო ავტობუსის და მასში
მყოფი ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით,
მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული გ.ჯ. მოსამართლის განჩინებით
დააკავეს.
კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში, ზუგდიდი-თბილისის მარშრუტის სამგზავრო ავტობუსს ქვა ესროლა, რის შედეგადაც დაშავდა ერთი მგზავრი და დაზიანდა სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტობუსს ქვა 9 ივლისსაც ესროლეს. მაშინ, მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
თუმცა, კომპანიის დირექტორის, ვახტანგ კუტალიას თქმით, ავტობუსის დაზიანების პირველ შემთხვევაზე არავინ დაუკავებიათ. ის მომხდარს კონკურენციას უკავშირებს.
კომპანია "გლობუსის" ტრანსპორტმა 9 ივნისიდან დაიწყო ზუგდიდში მუშაობა.