ახალი ამბები
ზუგდიდელმა აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდმა საერთაშორისო კონკურსზე მესამე ადგილი მოიპოვა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდელი აუტისტური სპექტრის მქონე თამარ ჯაბუა, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის - "ვარსკვლავები მშვიდობისთვის 2020" ლაურეატი გახდა. მან მესამე ადგილი დაიკავა მეგრულენოვანი სიმღერით "ვა გიორქო მა". გამარჯვებულები, როგორც თამარის დედამ, ნესტან ბეჭვაიამ "ლაივპრესს" უთხრა, სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდნენ, მის შვილს კი დიპლომი, როგორც სოლო შემსრულებელს, ისე გადაეცა.

ონლაინკონკურსისთვის სიმღერის ჩანაწერი განცხადებების მიღების თითქმის ბოლო დღეს გააგზავნეს. დიდი იმედი არ ჰქონია, თუმცა მაინც გადაწყვიტა, თამარისთვის მასში მონაწილეობის შესაძლებლობა მაინც მიეცა, რადგან უფრო ადრე, აპრილში, უკრაინაში დაგეგმილ სხვა მუსიკალურ ღონისძიებაზე გამგზავრება სწორედ პანდემიის მიზეზით ვერ შეძლეს, რის გამოც გულდაწყვეტილი იყო და თავს მხოლოდ სახლში სიმღერით ირთობდა.

"ვღელავდი, მაგრამ ვიფიქრე, რომ ხუთი ქვეყნის ჟიური აფასებს, მაინც ვიღაც ნახავს, სხვა დროსაც რომ იქნება კონკურსი, ბავშვს ისევ გამოიძახებენ. უკრაინაში რომ ვერ წავედით, ხომ დაწყდა გული. ონლაინგაკვეთილები ხომ ტარდება, ონლაინთერაპია, ეს ყველაფერი ხომ იცის, ასე უნდა გავუგზავნოთ მეთქი შენი ნამღერიც", - აუხსნა კონკურსის წესები ნესტანმა შვილს.

ახალი სიმღერის ჩაწერა საგანგებოდ ამ კონკურსისთვის ვერ მოასწრეს, რადგან მისი გამართვის შესახებ ინფორმაცია გვიან შეიტყო. ამიტომ აქ ადრე მომზადებული სიმღერა გაიგზავნა. როგორ შეხვდა ამ წარმატებას თავად თამარი, ნესტან ბეჭვაიას თქმით, ის უფრო უხარია, სხვებმა რომ გაიგეს და ბევრი ულოცავს.

საერთაშორისო კონკურსში, თამარი ერთადერთი ქართველი მონაწილე არ იყო. საჩხერელმა ცერემბლარული დამბლით დაავადებულმა ბიჭმა მეორე ადგილი მოიპოვა. იყვნენ მონაწილეები ქვეყნის სხვა რაიონებიდანაც. ასევე მათ შორის წარმომადგენლები მოლდოვიდან, ესტონეთიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან და რუსეთიდან.

თამარი "ლაივპრესის" მკითხველმა ჩვენს მიერ მომზადებული ვიდეომასალიდან გაიცნო, რომელიც პანდემიას და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის შშმ პირის სტატუსის მინიჭებას ეხებოდა.

ის 14 წლის არის და პატარაობიდან მღერის.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.