მდინარე ბზიფში რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს
აფხაზეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგული
რუსი ქალის ცხედარი მდინარე ბზიფში იპოვეს. ოკუპირებული რეგიონის
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი
ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან 100 მეტრის მოშორებით, კლდის ქვეშ,
დაახლოებით ოთხი მეტრის სიღრმეზე იპოვეს.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, რიწის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 22 წლის ქალს 12 აგვისტოდან ეძებენ. სანქტ-პეტერბურგიდან აფხაზეთში ტურისტული მიზნით ჩასული ახალგაზრდა წყვილის კვადროციკლი რიწის ხეობაში სეირნობის დროს გადავარდა.
22 წლის მამაკაცს, რომელიც ტრანსპორტს მართავდა, მსუბუქი დაზიანებები აქვს. ე.წ. მაშველებმა ხეობაში იპოვეს კვადროციკლიც, მაგრამ ადგილზე ვერ ნახეს ახალგაზრდა ქალი. ამიტომაც სამძებრო სამუშაოები წყალშიც მიმდინარეობდა.