რუხის კლინიკაში მოთავსებულ კოვიდინფიცირებულ პაციენტთაგან 4-ს ორმხრივი პნევმონია აქვს
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით
ინფიცირებული 10 პაციენტი მკურნალობს. ბოლო ორი მამაკაცი, რომელიც
სვანეთიდან მოათავსეს საავადმყოფოში, 66 და 61 წლის მამაკაცები არიან.
ერთს ცხელება აღენიშნება, მეორეს სიმპტომები კი უმნიშვნელოა.
როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაიკო ჯანაშიამ "ლაივპრესს" უთხრა, ამ ათიდან ოთხს ორმხრივი პნევმონია აქვს. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
"სტაბილურად არიან. სტანდარტულად უტარდებათ მკურნალობა. არცერთს არ აქვს განსაკუთრებული გართულებები", - გვითხრა საავადმყოფოს წარმომადგნელმა.
კოვიდინფიცირებულებიდან ერთი 10 წლის ბავშვია.
მესტიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 10 აგვისტოს დადასტურდა. მაშინ ლენჯერში 17 შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც მთავრობამ, იმავე დღეს, მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.