ზუგდიდში გამოკვლეულ 311 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 16 აგვისტოს
კორონავირუსზე 311 პირის ნიმუშის კვლევა ჩატარდა.
მათ შორის 180 მესტიის მუნიციპალიტეტიდან მიღებული და 131 სხვა
რაიონებიდან. ამ ნიმუშებიდან 9 პაციენტი იყო, მედპერსონალის 7
წარმომადგენელი, კარანტინიდან 79 პირი, თვითიზოლაციიდან 3. შსს-ს 4
თანამშრომელი, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი 29 პირი.
ყველა პასუხი უარყოფითია.
ყველა პასუხი უარყოფითია.