მესტიიდან რუხის კლინიკაში შეყვანილ ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალგაზრდა ქალი
მოათავსეს მესტიიდან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მას
მესტიაში ჩატარებული სწრაფი ტესტით გამოუვლინდა ვირუსი, შემდეგ კი
საავადმყოფოში უკვე პისიარ ტესტით დაუდასტურდა.
საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაიკო ჯანაშიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
"აქვს საერთო სისუსტე, უმადობა, ხველა, რინორეა, ცხვირით სუნთქვის გაძნელება", - აღნიშნა მან.
სულ, კლინიკაში მყოფი 11 კოვიდინფიცირებულიდან, პნევმონია 8 მათგანს აღენიშნება. ორის მდგომარეობა საყურადღებოა. რაც შეეხება ბოლო პაციენტს, მისი გამოკვლევების პასუხს პნევმონიაზე ჯერ კიდევ ელოდებიან.
მესტიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 10 აგვისტოს დადასტურდა. მაშინ ლენჯერში 17 შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც მთავრობამ, იმავე დღეს, მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.