სვანეთში, დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, შეზღუდვები უქმდება
21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაიხსნება,
გარდა დაბა მესტიისა და ლენჯერისა. გადაწყვეტილება კორონავირუსთან
დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, რომელიც ასევე საკოორდინაციო საბჭოს წევრია, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში გაგრძელდება ინტენსიური ტესტირება და არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება.
მესტიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 10 აგვისტოს დადასტურდა. მაშინ ლენჯერში 17 შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც მთავრობამ, იმავე დღეს, მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
19 აგვისტოს მონაცემებით, ჯამში საქართველოში კორონავირუსის 1361 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან გამოჯანმრთელდა 1098. გარდაცვლილია 17 ადამიანი.