ახალი ამბები
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდნენ - „მთავარი არხი“
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი განმუხურის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ გვითხრა, რომ აქვს ეს ინფორმაცია, თუმცა არ დაადასტურა, რომ მასთან ერთად, საკარანტინო სივრცეში ამავე პარტიის ლიდერი დავით თარხან მოურავიც იყო. "მთავარი არხის ინფორმაციით, ორივე პოლიტიკოსი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა ორი დღის წინ, ენგურის ხიდიდან კი განმუხურში გადაიყვანეს.

ნანა ოდიშარიამ არ იცის, დღეს იმყოფება თუ არა ირმა ინაშვილი კვლავ განმუხურში, თუ დატოვა ეს საკარანტინო სივრცე.

თავის მხრივ, "პატრიოტთა ალიანსში" ჩვენთან საუბარში არც დაადასტურეს და არც უარყვეს მათი პარტიის ლიდერების აფხაზეთში ყოფნა. გვითხრეს, რომ უახლოეს დღეებში ირმა ინაშვილი ბრიფინგს გამართავს, სადაც ამ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრებს.

"ყველაფერს, რაც სათქმელია, იტყვის", - აღნიშნეს პარტიაში.

ის, რომ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ინფორმაცია "მთავარმა არხმა" გაავრცელა. მათი ცნობით, დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი აფხაზეთში 18 აგვისტოს ჩავიდნენ, იქ ოთხი საათი დაჰყვეს და ტერიტორია ღამის 12 საათისთვის დატოვეს.

ტელეკომპანიისვე ინფორმაციით, მათ უპრობლემოდ გაიარეს ბლოკ საგუშაგოები, რომელსაც ქართველი სამართალდამცველები აკონტროლებენ და საგუშაგო, სადაც სპეცდანიშნულების რაზმი დგას.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ოკუპირებულ რეგიონში ყოფნას ტელეკომპანიას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი უდასტურებს, რომლის თქმითაც, ორივე მათგანი ენგურის ხიდიდან განმუხურში, საკარანტინე ზონაში გადაიყვანა.

"მთავარი არხისვე" ცნობით, განმუხური უკვე დატოვეს პარტიის წარმომადგენლებმა და ახლა თვითიზოლაციაში არიან. 

მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ.

ენგურის ხიდი პანდემიის მიზეზით უკვე მეექვსე თვეა სოხუმმა ჩაკეტა. ხიდი ამ ხნის მანძილზე დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ოთხჯერ ცალმხრივად გაიხსნა და დაიხურა, რა დროსაც დანარჩენ საქართველოში დარჩენილთა ნაწილი საკუთარ სახლებში დაბრუნდა. აფხაზეთიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. ხელისუფლება მხოლოდ ავადმყოფებს, სპეციალური ნებართვის საფუძველზე უშვებს. 

აფხაზეთიდან გადმოსულებს სავალდებულო კარანტინის გავლა უწევთ.

ირმა ინაშვილმა ჯერ კიდევ 2018 წელს განაცხადა, რომ მზად იყო თანაგუნდელებთან ერთად აფხაზეთში ჩასასვლელად. მისი თქმით, თუ ქვეყნის გაერთიანება სურთ, პირდაპირი დიალოგის გარეშე ეს არ გამოვა.

"სწორედ ამიტომ, ღიად ვსაუბრობთ აფხაზებთან და ოსებთან და გავაგრძელებთ ამ საუბარს არა მარტო მოსკოვში, არამედ ბრიუსელში, სტრასბურგში, თვითონ სოხუმშიც", - განმარტა მან.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ევროკავშირის და ნატოს დროშები დაწვეს. ისინი
მსვლელობით მივიდნენ ევროკავშირის ოფისთან,
18:02 / 02.07.2022
ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ევროკავშირის და ნატოს დროშები დაწვეს. ისინი მსვლელობით მივიდნენ ევროკავშირის ოფისთან,
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს დღეს, 2 ივლისს,
თბილისში,
13:56 / 02.07.2022
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს დღეს, 2 ივლისს, თბილისში,
მესტიისა და ზემო სავანეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს დღეს, 2
ივლისს დაგეგმილ
13:38 / 02.07.2022
მესტიისა და ზემო სავანეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს დღეს, 2 ივლისს დაგეგმილ
თბილისის დროით 12:28 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
13:11 / 02.07.2022
თბილისის დროით 12:28 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.