ახალი ამბები
ზუგდიდში გამოკვლეულ 523 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 20 აგვისტოს, 523 ნიმუშის კვლევა ჩატარდა, მათ შორის 227 ნიმუში 19 აგვისტოს იყო აღებული. რისკ-ჯგუფების მიხედვით, გამოიკვლიეს 26 პაციენტი, სამედიცინო პერსონალის 29 წარმომადგენელი, კარანტინში მყოფი 2 პირი, თვითიზოლაციაში მყოფი 9 მოქალაქე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 436 თანამშრომელი, 20 მძღოლი, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი 1 პირი. ყველას პასუხი უარყოფითია.