ახალი ამბები
ნებისმიერი მოლაპარაკება საქართველოსთან რუსეთის მონაწილეობით უნდა შედგეს - აფხაზური პარტია
FaceBook Twitter
E-mail Print
ეს პრეცედენტი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს - ვინ მისცა მათ ეს უფლება აწარმოონ მოლაპარაკებები? რომელი გადაწყვეტილების საფუძველზე გადალახეს აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი ქართველმა პოლიტიკოსებმა, იმ ქვეყნის წარმომადგენლებმა, რომელთანაც ოფიციალური ურთიერთობა არ გვაქვს?", - კითხვები აქვს აფხაზეთში მოქმედ კიდევ ერთ პოლიტიკურ პარტიას "აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმს" ე.წ. ხელისუფლებასთან.

მათივე განმარტებით, დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებული განცხადებების ცხელ კვალზე, რომელიც თბილისთან დიალოგს და გალელი მოსახლეობის და სხვა რაიონის მცხოვრებთა პასპორტიზაციის პრობლემის გადაჭრას ეხება, "ქვეყნის ხელმძღვანელობა" განაგრძობს დესტრუქციულ პოლიტიკას, რომელმაც შეიძლება სერიოზულად დააზარალოს ეროვნული ინტერესები, "სახელმწიფოს" საერთაშორისო იმიჯი.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ სრულადაა უგულვებელყოფილი ომის ვეტერანთა მოთხოვნა, არ განიხილონ პოლიტიკური და იურიდიული ურთიერთობების საკითხები საქართველოსთან, რომელიც უარს არ ამბობს რევანისტულ განზრახვებზე სხვადასხვა დაუსაბუთებელი საბაბით. ხელს არ აწერს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და არ დგამს რაიმე რეალურ ნაბიჯებს "აფხაზეთის რესპუბლიკის" დამოუკიდებლობის აღიარებისთვის.

"უხეშად ირღვევა აფხაზეთის სუვერენული სახელმწიფოსთვის მისაღები ერთადერთი პირობა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება საქართველოსთან, რომელთანაც ფაქტობრივად ომის მდგომარეობაში ვართ, უნდა წარიმართოს მკაცრად ჟენევის ფორმატის ფარგლებში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - რუსეთის ფედერაციის შეუცვლელი მონაწილეობით", - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, შექმნილ ვითარებაში სიცხადე დე ფაქტო ხელისუფლებამ უნდა შეიტანოს. პარტია მხარს უჭერს ომის ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაას" განცხადებას, რომლითაც ისინი ოფიციალურ ინფორმაციას ელოდებიან ე.წ. ხელისუფლებისგან, აფხაზეთში ქართველი პოლიტიკოსების შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართავენ დე ფაქტო პარლამენტს და დეპუტატებს, ოფიციალური მოთხოვნით მიმართონ შესაბამის სტრუქტურებს, ამ შეხვედრის მიზეზის დასადგენად და გაიმართოს საკომიტეტო მოსმენაც საკანონმდებლო ორგანოში.

"მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების აფხაზეთში ჩასვლის შესახებ, რასაც მათ სასწრაფო დახმარების ექიმი უდასტურებს, რომელმაც ისინი განმუხურის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანა. "ლაივპრესთან" თავად პარტიაში არც დაადასტურეს და არც უარყვეს ეს ცნობა და აღნიშნეს, რომ ამ საკითხებზე უახლოეს დღეებში ირმა ინაშვილი ისაუბრებს. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ კი გვითხრა, რომ აქვს ინფორმაცია ირმა ინაშვილის განმუხურის კარანტინში ყოფნის შესახებ. თუმცა იგივეს ვერ იტყვის დავით თარხან მოურავზე.

ირმა ინაშვილმა ჯერ კიდევ 2018 წელს განაცხადა, რომ მზად იყო თანაგუნდელებთან ერთად აფხაზეთში ჩასასვლელად. მისი თქმით, თუ ქვეყნის გაერთიანება სურთ, პირდაპირი დიალოგის გარეშე ეს არ გამოვა.

"სწორედ ამიტომ, ღიად ვსაუბრობთ აფხაზებთან და ოსებთან და გავაგრძელებთ ამ საუბარს არა მარტო მოსკოვში, არამედ ბრიუსელში, სტრასბურგში, თვითონ სოხუმშიც", - განმარტა მან.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.