ახალი ამბები
ქეთი მელუამ ზუგდიდში ზუტნერის პრემიის გამარჯვებულის დაჯილდოებაზე დისტანციურად იმღერა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში, ბერტა ფონ ზუტნერის პრემიის გამარჯვებულის დაჯილდოების საღამოს დისტანციურად ჩაერთო ლონდონში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა.

მომღერალმა მადლობა გადაუხადა ტყუპ დებს, თეა და ლიკა შენგელაიებს, რომელთა დახმარებითაც ის ჩაერთო დაჯილდოების ცერემონიალს. ქეთი მელუამ ძმასთან ერთად სიმღერა შეასრულა.

მანამდე, "მკურნალი ტყუპების" სახელით ცნობილმა მომღერალმა დებმა თეა და ლიკა შენგელაიებმა, რომელთაც ასევე იმღერეს საღამოზე, სპეციალურად ამ დღისთვის, სთხოვეს ქეთი მელუას ძმას ზურას, რომ ჩაეწერა ქეთისთან ერთად სიმღერა.

საღამოზე, მშვიდობის დარგში პირველი ნობელიანტი ქალის, ბერტა ფონ ზუტნერის პრემიის გამარჯვებული დევნილ ქალთა ასოციაცია "თანხმობის" თავმჯდომარე იულია ხარაშვილი გახდა. 

პრემიაზე წელს წარდგენილი იყო სულ ექვსი კანდიდატი - ხათუნა გარგულია, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოს ექიმი. წარმდგენი: შპს ენგურჰესი, მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი.

იულია ხარაშვილი, დევნილ ქალთა ასოციაცია "თანხმობის" თავმჯდომარე. წარმდგენი: მარინა ფოჩხუა.

ციცინო ელიკაშვილი, გორის რაიონის სოფელ ზარდიანთკარში მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული. წარმდგენი: რუსუდან კილაძე.

პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი, ექსპერტი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი. წარმდგენი: გიორგი კანაშვილი.

ხათუნა გოგუა, არასამთავრობო ორგანიზაცია "აფხაზეთი ჩემის" თავმჯდომარე. წარმდგენი: მარინა ზუხბაია.

ეკატერინე მინჯორაია, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისის (NჩჩE) ხელმძღვანელი. წარმდგენი: ზუგდიდის ქალთა კლუბი.

არასამთავრობო ორგანიზაციამ "მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის", მშვიდობის დარგში პირველი ნობელიანტი ქალის, ბერტა ფონ ზუტნერის პრემიისთვის განცხადებების მიღება ივლისში დაიწყო. წლევანდელი ღონისძიების მიზანი იყო, ერთის მხრივ ხაზი გაესვათ კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებში ჰუმანიტარული საქმიანობის მნიშვნელობას, მეორეს მხრივ კი, ხელი შეეწყოთ ამ პროცესში ჩართული ადამიანების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ ღონისძიებისთვის თვალი ფეისბუკ ლაივის მეშვეობით ედევნებინათ.

ბერტა ფონ ზუტნერის პრემიის დამფუძნებელია ზუგდიდელი მშვიდობის აქტივისტი და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრი სალომე ადამიაა.

პრემია 2019 წელს საინიციატივო ჯგუფმა "ნდობა მშვიდობისთვის", ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დააარსა.

მისი პირველი გამარჯვებული, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის თავმჯდომარე ნინო კალანდარიშვილი გახდა.

ბერტა ფონ ზუტნერი პირველი ქალია, რომელიც ალფრედ ნობელის პრემიის ლაურეატი 1905 წელს გახდა. ავსტრიელი მწერალი სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელ დედოფალთან, ეკატერინე ჭავჭავაძესთან მეგობრობდა და ხუთი წლის მანძილზე ზუგდიდში ცხოვრობდა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.