რუსეთის უნივერსიტეტებმა აფხაზი აბიტურიენტებისთვის ადგილები გამოყვეს
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან 50 აბიტურიენტი ჩაირიცხება
წელს რუსეთის უმაღლეს სასწავლებელებში. ამის შესახებ ჟურნალისტებს დე
ფაქტო რესპუბლიკის განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე
განუცხადეს.
აფხაზური გამოცემა „ნუჟნაია გაზეტას“ ინფორმაციით, რუსეთთან თანამშრომლობის პროგრამის დახმარებით აბიტურიენტები შეირჩნენ ონლაინ ფორმატში.
პროგრამის ხელმძღვანელ ვადიმ ჩეხას განმარტებით, შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას 118 პირი იღებდა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, აფხაზეთისთვის გამოყოფილი 50 ადგილი განაწილებულია საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტებზე.
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტები რუსეთში ჩასვლისას გაივლიან 14 დღიან თვითიზოლაციას. გარდა ამისა ყველა მათგანს მოეთხოვება კორონავირუსზე ჩატარებული გამოკვლევის დამადასტურებელი ცნობა.