ახალი ამბები
წალენჯიხაში ძლიერმა წვიმამ სახნავ-სათესი მიწები და ნარგავები დატბორა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ ნათესები და ნარგავები დატბორა.
წალენჯიხის მერის ბესიკ ფარცვანიას განცხადებით, ძლიერი წვიმის გამო, სანიაღვრე არხმა ვერ გაატარა წყალი და დაიტბორა სახნავ-სათესი მიწები და ნარგავები.

"ბადრი შანავას ქუჩაზე, მაზანდარას მიმართულებით, ასევე ჭალეში, მიქავაში დატბორილია ნათესები და ნარგავები, სტიქიამ პრობლემები შექმნა თითქმის მთელ მუნიციპალიტეტში. ამ წუთებშიც წვიმს.ჯგუფები გასულია სოფლებში და სრული ინფორმაცია სტიქიის შედეგებზე მოგვიანებით გვექნება", - განაცხადა ბესი ფარცვანიამ.

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა ღელეებმა და ჩამოწოლილმა მეწყერმა მესტიის მუნიციპალიტეტშიც შექმნა პრობლემები. სოფელ ადიშში, მულახში, ლენჯერსა და კალაში შიდა სამანქანე გზები ჩაიხერგა.