ბჟანიას მრჩეველი ადასტურებს ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრას
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველი და პარტია
"ეროვნული ფრონტი აფხაზეთის" თავმჯდომარე ლაშა საქანია კვლავ
ეხმაურება ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრასთან დაკავშირებით,
სოციალურ ქსელში მიმდინარე დისკუსიას და აცხადებს, რომ სურს მეტი
სიცხადე შეიტანოს მომხდარში. ის ადასტურებს აფხაზეთში "პატრიოტთა
ალიანსის" ლიდერების ვიზიტს.
ლაშა საქანიას თქმით, აგვისტოს დასაწყისში მას დაუკავშირდნენ ძველი მეგობრები რუსეთის ფედერაციიდან თხოვნით, დახმარებოდნენ ღვთისმშობლის ნაჩუქარი ხატის საქართველოდან ილორის ტაძარში გადატანაში. მათ ამ თხოვნით დავით თარხან-მოურავმა მიმართა.
საქანიასვე თქმით, რუსმა მეგობრებმა სთხოვეს, ორგანიზება გაეწია ჩამოსვლის და ხატის გადაცემისთვის. ასეც მოიქცნენ და როგორც განმარტავს, ამით მათი მისია ამოიწურა.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც მე და არც პარტიის თანათავმჯდომარე ალექსანდრ აგრბას, რომელსაც ვთხოვე ჩემთან ერთად ყოფილიყო, მოლაპარაკებები არავისთან გაგვიმართავს. ეს იყო წმინდა ჰუმანიტარული აქცია, რაც მთხოვეს ჩემმა მეგობრებმა რუსეთიდან ყოველგვარი პოლიტიკური ასპექტების და შედეგების გარეშე. ხატის გადაცემის შემდეგ ადამიანებმა ილოცეს და ამით მათი ვიზიტიც დასრულდა", - აცხადებს ლაშა საქანია.
მის კომენტარს აფხაზური გამოცემა "აფსადგილ ინფო" ავრცელებს.
აფხაზი პოლიტიკოსის განმარტებით, ის აცნობიერებს, რომ ამ ამბის უადგილობამ, გამოიწვია გაუგებრობა და სხვადასხვა სახის ვარაუდები და უსიამოვნო განცხადებები მისი მისამართით. ამბობს, რომ არავინ აპირებდა ამ ამბის გასაიდუმლოებას.
მისივე თქმით, ისინი, როგორც მორწმუნე ადამიანები ფიქრობენ, რომ ხატის შემოწირულობა ღვთიური და კარგი საქმეა.
"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც აფხაზეთის სამამულო ომის ვეტერანის შვილი, ყოველთვის ვიცავდი და გავაგრძელებ აფხაზეთის სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების დაცვას. გვინდა დავამატოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ წავიდეთ ანიხაში (სალოცავი) და დავიფიცოთ, რომ არ ყოფილა პოლიტიკური მოლაპარაკებები და ეს იყო წმინდა ჰუმანიტარული ქმედება", - აცხადებს ლაშა საქანია.
მისივე თქმით, შეგნებულად არ მიაწოდა ინფორმაცია გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა ვიზიტს არ მისცემოდა რაიმე ოფიციალური სტატუსი.
აფხაზმა პოლიტიკოსმა მანამდეც განაცხადა, რომ არავითარი მოლაპარაკებები არ გაუმართავს ქართველ პოლიტიკოსებთან, და რომ ვიღაცები მისი სახელისთვის ჩრდილის მიყენებას ცდილობენ, თუმცა არ უსაუბრია, შედგა თუ არა რაიმე ტიპის შეხვედრა.
"მთავარმა არხმა" 20 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები აფხაზეთში იმყოფებოდნენ, რასაც მათ სასწრაფო დახმარების ექიმი უდასტურებს, რომელმაც ისინი განმუხურის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანა. "ლაივპრესთან" თავად პარტიაში არც დაადასტურეს და არც უარყვეს ეს ცნობა და აღნიშნეს, რომ ამ საკითხებზე უახლოეს დღეებში ირმა ინაშვილი ისაუბრებს.
მოგვიანებით, ომის ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაამ" განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, ქართველი პოლიტიკოსები ე.წ. პრეზიდენტის თანაშემწეს შეხვდნენ და ხელისუფლებისგან განმარტება მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც აღნიშნეს, მიმართავენ დე ფაქტო პარლამენტს, თავის მხრივ მიმართოს შესაბამის სტრუქტურებს, ამ შეხვედრის მიზეზების დასადგენად. ასევე, შედგეს საკომიტეტო მოსმენაც.
"არუაას" მოსაზრებას იზიარებს "აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმიც".