რუხის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული არასრულწლოვანი გამოჯანმრთელდა
ლენჯერის კლასტერიდან ერთი არასრულწლოვანი პირი, რომელიც
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, გამოჯანმრთელდა. მას
ორჯერ ტესტმა უარყოფითი შედეგი უჩვენა. მოზარდს დღის ბოლომდე გაწერენ.
აქ სულ 11 პაციენტი მკურნალობს.
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე სულ 243 პირის ბიოლოგიური ნიმუში შეამოწმეს. მათ შორის 205 მესტიის მუნიციპალიტეტიდან. რისკ ჯგუფების მიხედვით შემოწმდა 13 პაციენტი. ლენჯერის კლასტერის კიდევ ერთი წარმომადგენელი შუალედურად გაიტესტა. ასევე, სამედიცინო პერსონალის 4 წარმომადგენელი, მესტიის საკარანტინო სივრციდან 39 პირი, ანაკლიის საკარანტინო სივრციდან 12 მოქალაქე, თვითიზოლაციაში მყოფი 99 ადამიანი. მათ შორის 89 მესტიის მუნიციპალიტეტიდან.
ასევე, შსს-ს 75 თანამშრომელი და ერთი მძღოლი.
ყველა შედეგი უარყოფითია.
საქართველოში კორონავირუსის სულ 1421 შემთხვევაა დადასტურებული. 1137 მოქალაქე გამოჯანმრთელდა.
გარდაცვლილია ჯამში 17 პაციენტი.